13/08/23550 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი! თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული | ხაზარაძე

"ლელოს" თავმჯდომარე შს მინისტრის დღევანდელ განცხადებებს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რუსული მენტალობის მინისტრის განცხადებებს უწოდებს და ამბობს, რომ ის, რაც გომელაურმა თქვა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება სჭირდება:
"დღეს ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპური რუსული მენტალობის, რუსული მმართველის და რუსეთის შს მინისტრის მსგავსი განცხადება. ეს იყო ცინიზმით სავსე, ეს იყო პრაქტიკულად მთელი ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა, ადამიანის, როგორც ასეთის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება.
ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის ეს საქართველოს მოსახლეობამ და თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული. 
ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი! ამ საქმეს რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველების ჩამოშორება ამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან. " ამბობს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, შს მინისტრი შოვის ტრაგედიის შემდეგ ჟურნალისტებთან დღეს პირველად გამოჩნდა. ის სტიქიის ზონაში ჩავიდა და პირველი განცხადებები გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ღამის ფრენის საშუალებები არსებობს, თუმცა მთა-გორიან რელიეფზე, ღამის საათებში მათი მუშაობა სახიფათოა - "თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული" - თქვა შს მინისტრმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY