12/08/231 028 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

რუსეთის ახალი ისტორია - „პუტინის იარაღი“ სკოლაში შედის

როგორც რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ამბობს, საშუალო სკოლის XI კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე „წამყვანმა რუსმა ისტორიკოსებმა“ იმუშავეს რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრისა და პუტინის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით.
სახელმძღვანელოს ავტორთა შორისაა ვიაჩესლავ ნიკონოვი - ისტორიკოსი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილი.
როგორც სერგეი კრავცოვმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, „სახელმძღვანელო მომზადდა უსწრაფესად, ფაქტობრივად 5 თვის განმავლობაში. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ყველა მე-11 კლასელი (და ეს არის სკოლის 650 ათასი მოსწავლე), ისწავლის უახლესი ისტორიის ამ სახელმძღვანელოთი“.
სერგეი კრავცოვი, რუსეთის განათლების მინისტრი
კრავცოვმა ასევე განმარტა, რომ „ხალხების გახლეჩისა და ადამიანებს შორის უნდობლობის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, სამინისტრომ შეიმუშავა ისტორიის სწავლების ერთიანი პროგრამა. ადრე სკოლები და თუნდაც მასწავლებლები ასწავლიდნენ მათ მიერვე შემუშავებული პროგრამების მიხედვით, რამაც გამოიწვია ისტორიის თავისუფალი ინტერპრეტაცია და მიკერძოება გარკვეული თემების სწავლებაში“.
სახელმძღვანელოს ბოლო თავი, სახელწოდებით „რუსეთი დღეს. სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რუსეთის საშუალო სკოლების მოსწავლეებს მოუთხრობს 21-ე საუკუნეში რუსეთის ურთიერთობაზე დასავლეთთან, „აშშ-ის მხრიდან ზეწოლაზე“, „ნაციზმის აღორძინებასა“ და „ისტორიის გაყალბებაზე“. სახელმძღვანელოს ავტორები პუტინის რუსეთის იდეოლოგიურ პრიზმაში ატარებენ და 17 პარაგრაფში მიმოიხილავენ „თანამედროვე ისტორიას“.სახელმძღვანელოს მიხედვით, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა XXI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს. სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ახალი შეთანხმებების შესახებ რუსეთის წინადადებების საპასუხოდ, „დასავლეთმა რუსეთს აბუჩად ამგდები უარით უპასუხა“.
რუსეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო
სკოლის მოსწავლეებს ასევე უყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ გააერთიანა ე.წ. „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ რუსული საზოგადოება და როგორ გაჩნდა "ჯარისკაცებით სიამაყის კულტი".
სახელმძღვანელოში უკრაინის შეიარაღებული ძალებიც არის ნახსენები. რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, უკრაინელი სამხედროები, თურმე, ცოცხალ ფარად იყენებენ სამოქალაქო პირებს.
„ასეთი დაუნდობელი ტაქტიკა არასოდეს გამოუყენებია თავის ტერიტორიაზე მსოფლიოს არცერთ არმიას კაცობრიობის ისტორიაში“, - წერენ სახელმძღვანელოს ავტორები. თავი სრულდება „რუსეთის ახალი გმირებისადმი“ მიძღვნილი პარაგრაფით, სადაც მოცემულია ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა ბიოგრაფიები.
სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ „კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებში რუსული სამოქალაქო იდენტობისა და პატრიოტიზმის ჩამოყალიბება“. სკოლის სახელმძღვანელოს ეს მიზანი სრულად უპასუხებს ვლადიმირ პუტინის მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს რუსი ისტორიკოსებისათვის დასახულ ამოცანებს. პუტინმა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსი ისტორიკოსები თანამედროვე ისტორიის მუზეუმში შეკრიბა და პირდაპირ დაავალა, „ისტორიკოსებმა უნდა დაიცვათ რუსეთის პოზიციები საინფორმაციო სივრცეშიო“. მოგვიანებით ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ვალერი ზორკინთან შეხვედრისას განაცხადა: „საბჭოთა უკრაინა შექმნა საბჭოთა ხელისუფლებამ. ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მანამდე კაცობრიობის ისტორიაში არანაირი უკრაინა არ არსებულა“.
2014 წელი. ვ. პუტინი ხვდება ახალგაზრდა რუს ისტორიკოსებს
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ დაწერილი თავი მთავრდება სტალინის პერიოდის საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწის, ვიაჩესლავ მოლოტოვის ციტატით 1941 წლის 22 ივნისს წარმოთქმული სიტყვიდან: "ჩვენი საქმე სამართლიანია! მტერი განადგურდება! გამარჯვება ჩვენი იქნება!" ამასთან წიგნში მოლოტოვის ეს ციტატა მოტანილია ბრჭყალებისა და ავტორის მითითების გარეშე. ამაზე ივან ფომინმა, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელმა ირონიულად შენიშნა, როგორც ჩანს, სახელმძღვანელოზე მუშაობისას ერთ-ერთმა ავტორმა, ვიაჩესლავ ნიკონოვმა სცადა თავის სხეულზე მოერგო ბაბუის, ვიაჩესლავ მოლოტოვის კიტელიო.
ვიაჩესლავ ნიკონოვი რუსეთში ცნობილი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსია, მმართველი პარტიის, „ედინნაია როსსიას“ წევრი და პუტინის მხარდამჭერი, რომელიც, როგორც ჟურნალისტი კირილ ნაბუტოვი ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბრისას, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილობის ფაქტს:
ვიაჩესლავ ნიკონოვი
„ადრე როგორღაც დუმდა, ახლა კი ამაყობს, რომ დიდი სახელმწიფო მოღვაწის შვილიშვილია. არაფერია იმაზე საძაგელი ვიდრე იმ სიტყვით სპეკულირება, რომელიც ოდესღაც შენმა ბაბუამ წარმოთქვა 1941 წლის 22 ივნისს. მით უფრო, რომ საუბარია აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიულ მოვლენებზე, რადგან 2022 წელს რუსეთი დაესხა თავს მეზობელ ქვეყანას და არა პირიქით. ეს სამარცხვინო საქციელია. ნიკონოვის გარდა სახელმძღვანელოს ჰყავს კიდევ ერთი ავტორი, სერგეი დევიატოვი - ასევე მეცნიერებათა დოქტორი, მაგრამ რას ნიშნავს მეცნიერებათა დოქტორობა დღევანდელ რუსეთში? თუ გახვალთ ქუჩაში და გააჩერებთ ხალხს, ნახევარზე მეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი შეგრჩებათ ხელში. ამხანაგმა დევიატოვმა სახელი გაითქვა იმით, რომ განადიდებს „ოხრანკის“ მიღწევებს. მათ შორის განადიდებს საბჭოთა რეჟიმის ოხრანკას: როგორ იყო მოწყობილი სტალინის დაცვა და ა.შ. ერთი სიტყვით პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის ყველა დროის ხელისუფლების დამცველია“.
სიმბოლურია, რომ სკოლის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, სერგეი დევიატოვი რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსის მოქმედი მრჩეველია, რომელიც ისტორიას ასევე განიხილავს იარაღად უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ყველა თაობა წერს თავის ისტორიას, ეს ნორმალურია, - ამბობს რუსეთიდან მონტენეგროში ემიგრირებული ისტორიის მასწავლებელი მიხაილ კაპიცა, - მაგრამ სხვა საქმეა, როცა ისტორია ხდება მანიპულაციების ობიექტი. ეს უკვე აღარაა ისტორია როგორც ცოცხალი ცოდნა. ეს არის ისტორია როგორც უზარმაზარი საცავი, საიდანაც იღებ მხოლოდ იმას, რაც მოცემულ მომენტში გაწყობს. სახელმძღვანელოს ავტორებმა აურიეს ჟანრები. სახელმძღვანელოები არ იქმნება პროპაგანდისთვის, სახელმძღვანელოები უნდა მისდევდნენ დიდაქტიკურ მიზნებს“.
რუდოლფ ჰესი და ვიაჩესლავ მოლოტოვი
ემიგრაციაში მცხოვრები რუსი ისტორიკოსები უკიდურესად დაბალი აზრის არიან რუსეთის მთავარი ისტორიკოსის, პრეზიდენტ პუტინის აკადემიურ ინტერესებსა და ცოდნაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეი ზორინის თქმით, პუტინის ისტორიული ესეები, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, სრული ნეხვია (total bullshit). იმავეს თქმა შეიძლება პუტინის ისტორიკოსების მიერ შედგენილ სახელმძღვანელოზეც, რომელიც სრულად იმეორებს ოფიციალურ პროპაგანდას უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამერიკამ და დასავლეთმა უკრაინა გამოიყენეს „რუსეთისკენ მიმართულ დამრტყმელ მუშტად“.სახელმძღვანელოს მიხედვით, 2022 წლის იანვარში მოსკოვისთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერით ემზადებოდა სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისათვის, რომლის მიზანი „დონბასის და ყირიმის“ დაპყრობა“ იყო. ამ ბრალდებების არანაირი მტკიცებულება სახელმძღვანელოში წარმოდგენილი არ არის, ე. წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ანუ 24 თებერვალს დაწყებული ომი (უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა) განმარტებულია როგორც „პრევენციული ღონისძიება“.„ოპერაციის დასაწყისში თავი იჩინა ჩვენი შეიარაღებული ძალების აბსოლუტურმა უპირატესობამ ჰაერსა და ზღვაში“, ბრძოლის ველზე ძალთა თანაფარდობაც „განუხრელად იზრდებოდა ჩვენი შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ“, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში, სადაც არაფერია ნათქვამი კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებზე, მათ შორის რუსული შენაერთების მიერ იზიუმისა და ხერსონის დატოვებაზე. სამაგიეროდ გვერდზე მეტი ეთმობა დასავლურ სანქციებს, რომლებმაც, როგორც სახელმძღვანელოს ავტორები ამტკიცებენ, მხოლოდ გააძლიერა რუსეთი, რომლის ხალხიც "გაერთიანდა თავისი შეიარაღებული ძალებისა და ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად".
კირილ ნაბუტჟურნალისტ კირილ ნაბუტოვის თქმით, X-XI კლასელებს მოუწევთ ამ საშინელი ფორმულირებების დაზუთხვა, რადგან სხვანაირად მათი დამახსოვრება შეუძლებელია.
„სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ კარგი ისაა, რომ ასეთი რამეები გონებიდან მალევე ქრება“, - ამბობს ნაბუტოვი, რომლის თქმითაც, მცდელობა ბოლომდე გააკონტროლო თანამედროვე ისტორიის დაწერის პროცესი და გადაწერო წარსულის ფურცლები, ადრე თუ გვიან გამოიწვევს იმას, რომ მსგავსი სახელმძღვანელოები თავად იქცევიან რუსეთის ისტორიის შავ ფურცლებად.
ავტ. ჯიმშერ რეხვიაშვილი, "რადიოთავისუფლება"
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA