31/07/23335 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - რუსმა ოლიგარქმა შექმნა მაფია, სადაც მხოლოდ მისი გარემოცვა ჭამს, ძარცვავს ქვეყანას, დანარჩენებს გვეუბნება: შეეგუეთ, მონები იყავით ან გაიქეცით - არ შევეგუებით, არ გავიქცევით და დავამარცხებთ

რუსმა ოლიგარქმა შექმნა მაფია, სადაც მხოლოდ მისი გარემოცვა ჭამს, ძარცვავს ქვეყანას, დანარჩენებს გვეუბნება შეეგუეთ, მონები იყავით ან გაიქეცით - არ შევეგუებით, არ გავიქცევით და დავამარცხებთ რუსულ პარტიას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ანაკლიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულებს და აღნიშნა, რომ ისინი „რუსულმა მთავრობამ დაატყვევა“.
ხაბეიშვილმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რა შეიცვლება მომავალში.
"პირველ რიგში, მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო იმ 23 ადამიანს, რომლებიც გუშინ აპროტესტებდნენ პუტინს, აპროტესტებდნენ ოკუპაციას და ჩვენმა რუსულმა მთავრობამ ისინი დაატყვევა. მე მინდა გავამხნეო თითოეული მათგანი და ასევე, მოვიკითხო ყველა ქალაქში, ბათუმში, ქუთაისში, დედაქალაქში, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს შეკრებილია და აპროტესტებს "რუსკი კარაბლს" და იმ კრუიზს, რომელსაც თავს გვახვევს პუტინის კარის ოლიგარქი ბიძიან ივანიშვილი. ვინ თუ არა სამეგრელომ, ძალიან კარგად იცის ოკუპაციის ფასი, ვინ თუ არა თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ ანწუხელიძის მკვლელებს, ანწუხელიძის მწამებლებს საქართველოში ია-ვარდით არავინ დახვდება და ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე თავისუფალი არ იქნება ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი სამაჩაბლო, ვიდრე არ ვიქნებით საბოლოო ჯამში ერთიანები. ყველამ კარგად იცის პრეზიდენტ სააკაშვილის ძალიან დიდი იდეა და ამ იდეას აქვს სახელი - ლაზიკა. ჩვენ არ ვისაუბრებთ წარსულში, ჩვენ გეტყვით რას გავაკეთებთ მომავალში აქ, ლაზიკაში. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც 30 მლრდ ეკონომიკა იქნება, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება და ლაზიკა იქნება ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამეგრელოში არცერთი ოჯახი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს, შეიქმნას დოვლათი და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად... და რა არის ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ოცნება, რომ საქართველოდან გაიქცნენ ჩვენი მოქალაქეები და ასეთი არის 250 ათასი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან და უკან აღარ დაბრუნდა. აღარ ვლაპარაკობ იმ ასი ათასობით ემიგრანტზე, რომლებიც მიდიან, შემდეგ რამდენიმე თვე ჩამოდიან და ისევ მიდიან სამუშაოდ. მეგობრებო, საუბარია ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, დედაქალაქის მესამედი რომ დაიცალოს და წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამდენი ადამიანია გაქცეული ამ ქვეყნიდან და რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა შექმნა მაფია, სისტემა, სადაც მხოლოდ მისი გარემოცვა ჭამს, ძარცვავს ამ ქვეყანას, წურბელასავით აზის და დანარჩენებს გვეუბნება ან შეეგუეთ ან მონები იყავით ან გაიქეცით. აქედან ვუთხრათ, რომ არ შევეგუებით, არ გავიქცევით და საბოლოო ჯამში დავამარცხებთ რუსულ პარტიას. მთავარი დაპირება, რაც მინდა რომ გითხრათ - ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში, ყველაზე დიდი აეროპორტის და სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ. მაქვს პატივი თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ ხმა გავაგონოთ პრეზიდენტ სააკაშვილის - თავისუფლება მიშას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY