31/07/23399 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თეონა აქუბარდია - ხელისუფლება რუსეთის „ტროას ცხენად“ იქცა საქართველოში

„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს უპირისპირდება და რუს ტურისტს უფრო მეტ ფასს ადებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას და ღირსებას , - ასე შეაფასა „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" შემოსვლა და პროტესტის მონაწილეების დაკავება.
როგორც აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბათუმსა და თბილისში გამართული საპროტესტო აქციები არა გემის საწინააღმდეგო პროტესტია, არამედ რუსული გავლენების საწინააღმდეგო.
„როდესაც გემი პორტში შემოდის, უფრო მეტი ხილვადობა აქვს, ვიდრე თვითმფრინავს, რომელსაც 50 კაცი ჩამოჰყავს. როდესაც გემი ჩამოდის და ბორტზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იყვნენ, რომ აფხაზეთი ოკუპირებული არ არის, ბუნებრივია რუსეთის მოქალაქე ამას იტყვის. ღირსებას გაკარგვინებს მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ „ოღონდ ფული დახარჯონ და რაში მაინტერესებს აღიარებენ თუ არა ჩემს ტერიტორიულ მთლიანობას“. ქაჯებს ეძახის ყველას, ვინც ამბობს, რომ ეს პრობლემაა. ეს არის პროტესტის მთავარი თემა.
„ქართულმა ოცნებამ“ ქართული პოლიცია პარტიულ პოლიციად აქცია. რუსეთის ხელისუფლებისგან, ოკუპანტისგან ელოდები უსაფრთხოების გარანტიებს, რაც სისულელეა და თუ ვინმეს ამ ქვეყანაში ომი უნდა, ეს არის „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ ის უპირისპირდება ქართველ ხალხს და რუს ტურისტს უფრო მეტ ფასს ადებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას და ღირსებას“,- განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლება თვალს ხუჭავს ოკუპაციაზე, ანექსიაზე და ლანძღავს დასავლეთს.
აქუბარდიას შეფასებით, მმართველი გუნდი ცდილობს, პროდასავლური განწყობები ხელოვნურად შეცვალოს.
„ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის უკუსვლით არის დაკავებული და ფაქტობრივად დასავლეთს ზურგს აჩვენებს, ამ მოცემულობაში ეს არის ლოგიკური გაბრაზება. გემის ნაწილი, მხოლოდ ერთი ჭანჭიკია ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია რუსული გავლენების ზრდის ხელშეწყობა საქართველოში. გემიც, თვითმფრინავიც და განცხადებებიც არის ჰიბრიდული ომის ნაწილი“,- განაცხადა აქუბარდია.
დეპუტატის თქმით, წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი - „სამწუხაროდ ჩვენ წინააღმდეგობა არა რუსეთთან გვიწევს, არამედ საკუთარ ხელისუფლებასთან, რომელიც რუსეთის ტროას ცხენად იქცა საქართველოში“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA