26/07/23416 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მსხვილი სავაჭრო კონტრაქტი გავაფორმეთ საქართველოსთან, კომპონენტებს მანქანით ვაგზავნით - რუსული Дальэнергомаш-ის მენეჯერი

ხაბაროვსკის მანქანათმშენებელი ქარხნის, Дальэнергомаш-ის მენეჯერის, ალექსანდრე მიკუშოვის განცხადებით, ტვირთს საქართველოში და ყაზახეთში მანქანით აგზავნიან, ხოლო ინდოეთში ზღვის გავლით მიაქვთ შეკვეთა.
მისივე განცხადებით, ქარხანამ წელს საქართველოში მსხვილი სავაჭრო კონტრაქტი გააფორმა. 
"ჩვენ წელს მსხვილი სავაჭრო კონტრაქტი გავაფორმეთ -  საქართველოს მივაწვდით ქიმიური სასუქების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკას,  ჩვენთან აკეთებენ შეკვეთას, იმიტომ რომ ყველა ეს მეტალურგიული კომბინატი აშენებულია ერთი პროექტით ჯერ კიდევ საბჭოთა დროს. ამიტომ, ამ ხაზზე საჭირხნი დანადგარების შეცვლა ძალიან რთულია. ჩვენი დანადგარები კი 50 წელია მუშაობენ.  საბჭოთა კავშირის დროს იქ ქიმიური კომბინატი აშენდა, სადაც მინერალურ სასუქებს უშვებდნენ. ამიტომ, კავშირები დარჩა და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. როდესაც საქმე ეხება მსხვილ შეკვეთას , მაგალითად ქიმიურ კომპონენტებს ახლოს მდებარე ქვეყნებში გაგზავნას, საქართველოში და ყაზახეთში მანქანით ვაგზავნით, ინდოეთში კი ზღვით გადაგვაქვს შეკვეთა", - ამბობს ალექსანდრე მიკუშოვი. 
დღეს რუსულმა სამთავრობო გამოცემა Tass-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30-წლიანი პაუზის შემდეგ რუსული Дальэнергомаш-ი საქართველოსთვის ტექნიკის მიწოდებას აახლებს. ხაბაროვსკის საინჟინრო ქარხანა ტექნიკას რუსთავის "აზოტის" ქარხანას მიაწვდის. ქარხანაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey