17/07/23308 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ღარიბაშვილის მამის სახლის ღობის დაზიანებისათვის დაკავებული ფსიქიატრიულში გადაიყვანეს - დავა შეწყდა

დედოფლისწყაროში პრემიერმინისტრის მამის საცხოვრებელი სახლის ღობის დაზიანებისათვის დაკავებული პირი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
33 წლის გიორგი გოჩიტაშვილი დაწესებულებაში იძულებითი წესით მკურნალობის კურსს ორწელიწად- ნახევარი გაივლის. მისი ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 19 ივნისს, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად მიიღეს.
ამ მიზეზით, დაკავებულის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის სასამართლო სხდომასაც აღარ დასწრებია.
გოჩიტაშვილმა ტარიელ ღარიბაშვილის ჭიშკარს სატვირთო მანქანა 23 აპრილს დააჯახა და ადგილიდან მიიმალა. ის სამართალდამცავებმა ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას შემდეგ, რაც გზად რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის შსს-ს კუთვნილი მანქანები დააზიანა. სამართალდამცავებს კი ფიზიკურად გაუსწორდა.
გიორგი გოჩიტაშვილს პროკურატურა სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას ედავებოდა.
კაცი სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ მისი ქცევა იყო სწორი, "თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ხალხს და არა კლანს და ღარიბაშვილებს", - თქვა მან, როდესაც მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გოჩიტაშვილი ტარიელ ღარიბაშვილთან მუშად იყო დასაქმებული. გავრცელებული ინფორმაციით, მან ტარიელ ღარიბაშვილს სახლის მშენებლობისათვის საჭირო მასალა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ კი, მეგობრის კუთვნილი კამაზი პრემიერის მამის სახლის ღობეს დააჯახა. გოჩიტაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA