15/07/23360 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"NATO-ს მომდევნო სამიტი უკრაინის გამარჯვება იქნება" | ოლექსი დანილოვი

"უკრაინამ ბევრი რამ მიიღო ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტიდან და მომავალი სამიტი, რომელიც აშშ-ში გაიმართება, ჩვენთვის გამარჯვება იქნება" - ამის შესახებ უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
"ამ სამიტიდან ბევრი რამ მივიღეთ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ის, რაც მივიღეთ, ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი პრეზიდენტის დიდი გამარჯვებაა", - თქვა დანილოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის პირობებში ალიანსში გაწევრიანება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გამოიჩინონ მოთმინება და შეასრულონ "საშინაო დავალება", რათა ყველა პუნქტი, გამონაკლისის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია ნატოს წევრობის კრიტერიუმებთან, იდეალურად შესრულდეს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, არამედ საზოგადოება, რომლის წევრიც შეიძლება იყოს დემოკრატიული ქვეყანა, შესაბამისი სასამართლო სისტემით და მრავალი სხვა კრიტერიუმით, რომლის მიხედვითაც უკრაინას "უნდა იმუშაოს და გარდაიქმნას, რათა დააკმაყოფილოს მაღალი სტანდარტები, რომლებიც ნატოს ქვეყნებში არსებობს".
"დარწმუნებული ვარ, მომავალი სამიტი, რომელიც მომავალ წელს აშშ-ში გაიმართება, იქნება მაქსიმალურად წარმატებული. ჩვენ ამისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას გავიღებთ, მაგრამ ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებული. არა ცალკეული მინისტრის, არამედ ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, ეს არის დიდი სამუშაო, რომლის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან შეუძლებელი არაფერია", - აღნიშნა დანილოვმა.
მან ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთ დიდ მიღწევად G7-ის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა. დანილოვის თქმით, თითოეულ ქვეყანასთან ცალკე ხელშეკრულება გაფორმდება და ამჟამად ამაზე მუშაობენ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ