08/07/23348 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას" | სალომე ზურაბიშვილი

"მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და ლისის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და მოძალადე რადიკალების შეკრებას ეხმაურება. 
ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ აზრის გამოხატვის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და შეკრების თავისუფლება, 21-ე მუხლი ჩვენი კონსტიტუციის.დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან, ადგილიც და პირობებიც, და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება. რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა და არა ადგილის დაცლას. ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს.
აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით და არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ.
ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებული, ახლა რაც მოვისმინეთ განცხადებები, იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვა - ე.ი. პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და ჩემი მარცხენა მეორეს აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების სიძულვილის ენის არ დაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.
მე მინდა დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ აღკვეთოს, და აღკვეთოს რეალურად, ყველანაირი ძალლადობრივი ქმედებები. ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართალის დაცვა. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად არის გაკონტროლებული, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 
შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY