08/07/23246 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას 5 ივლისის განმეორება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება- ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და არ დაუშვას 5 ივლისის განმეორება. 
ქარტია მიმართავს მედიასაც, გაშუქებისას გამოიჩინოს სიფრთხილე და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას. 
 
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
  • არ დაუთმოთ მედიასივრცე ძალადობისკენ მოწოდებებსა და სიძულვილის ენას;
  • ნუ დააანონსებთ ძალადობრივი ჯგუფების იმგვარ გეგმას, რომელიც მათ მომხრეების მობილიზებაში დაეხმარება;
  • ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას აუცილებლად მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ჯგუფების მიზნებსა და მოტივაციაზე; 
  • ხელი არ შეუწყოთ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას;
  • სიძულვილის ენის შემცველი მასალა შეიძლება გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამის გარდაუვალი აუცილებლობა და მაღალი საჯარო ინტერესი; ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებას განუმარტეთ, რომ ესა თუ ის განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას;
  • ცხადად გაემიჯნეთ ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ ნიშნავს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”, შესაძლებელია, სხვა ფორმით და სხვა ტექსტით. არ გაიზიაროთ რესპონდენტის პოზიცია; თუ ამგვარი პოზიცია ისმის პირდაპირ ეთერში, იქვე მიუთითეთ რესპონდენტს და არ დაუთმოთ ტრიბუნა ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებს. 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და არ დაუშვას 5 ივლისის განმეორება. მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება ხელისუფლების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა," - ნათქვამია განცხადებაში. 
მოძალადე დაჯგუფების წევრები პრაიდ ფესტივალის ჩაშლის მიზნით იმ ტერიტორიაზე მიიჭრნენ, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო და მისი ორგანიზატორები იმყოფებოდნენ. ორკებმა პოლიციისა და სპეცრაზმის კორდონის გარღვევა მოახერხეს, რის გამოც პრაიდის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება და ევაკუაცია მოუწიათ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY