05/07/23366 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ხაბეიშვილი: უდიდესი ტრაგედიაა, როცა ლილუაშვილი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მკაცრი რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ მიშა მშვილდაძის თავდასხმაში სუს-ის მონაწილეობას.
მისი თქმით, ტრაგედიაა, როცა ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავს.
"უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთოხება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
გრიგოლ ლილუაშვილი ყველაზე სამარცხვინო კაცია ივანიშვილის ბანკირებს შორის, რომლებიც პირადად მას ემსახურებიან და არა ხალხს. ლილუაშვილს ამ დრომდე შერჩა სასულიერო პირების თვალთვალი, პედაგოგების მოსმენები, პოლიტოკოსების, ჟურნალისტების მიყურადება და ფიქრობს, რომ სულ ასე გაგრძელდება.
კარგად უნდა იცოდეს, პუტინისა და ივანიშვილის მსახურმა ლილუაშვილმა, რომ აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. თავისუფალი სასამართლოსა და თავისუფალი პროკურატურის პირობებში.
ფორმულას ჟურნალისტებმა თავად გამოიძიეს მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და გამოძიებულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს პატარა კაცუნები ყველაფერზე მოაწერენ ხელს - ქვების სროლაზე, თავდასხმაზე, მკვლელობაზე...
ლილუაშვილი და გომელაური ახლა ფიქრობენ, როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან... ალბათ, დროებით გამოსავალს მოძებნით მაგრამ... ზუსტად იცოდეთ, რომ არც რუსეთის, პუტინის მსახურება შეგრჩებათ, არც ქურდობა, კორუფცია და არც კრიმინალური საქმიანობა.
მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მკაცრი რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს", - ამბობს ხაბეიშვილი.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.