04/07/23491 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

ბოკუჩავა: იმედია, ხელისუფლება გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ზელენსკის მოთხოვნის უგულებელყოფას

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღოს კონკრეტული ზომები", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაიაზრებს რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ზელენსკის მოთხოვნის უგულებელყოფას.
„წელიწადზე მეტია, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ელჩი გაიწვია საქართველოდან, შემდეგ ვნახეთ არაერთი კრიტიკული გზავნილი, ვნახეთ სანქცია მათ შორის, გაიაშვილის და მისი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ღიად არღვევს სანქციებს, რაც დაწესებულია რუსეთზე, ახლა ვხედავთ, რომ საქართველოს ელჩი კიევში რეალურად დემარშით გამოუშვეს დედაქალაქში, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება იკავებს ღიად ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პოზიციებს, ამაში მოიაზრება მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის განგრძობადი, უკანონო, პოლიტიკური ტყვეობა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და პრაქტიკულად, მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს - 48 საათი იმისთვის, რომ მან მიიღოს კონკრეტული ზომები და პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გადასცეს უკრაინას, მას დაუყოვნებლივ სჭირდება ადეკვატური მომსახურების მიღება ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. იმედია, გაიაზრებს დღევანდელი რეჟიმი, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ამას მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულებელყოფენ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკის ამგვარ მოთხოვნას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება სთხოვა:
"სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება".
ცნობისთვის: რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი მისივე სასამართლო პროცესს კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მან ხელისუფლებას მიმართა, "ღიად კამათის, დებატების საშუალება მისცენ და მტყუან-მართალი ხალხმა გაარჩიოს".
პროცესზე მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. 2022 წლის 12 მაისიდან იგი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
2023 წლის 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განუცხადა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY