03/07/23509 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი რუხაძე - სანქციები უფრო მოულოდნელად მოდის, ვიდრე წინასწარი დაანონსებით - მგონია, რომ მაკფოლის მხრიდან ეს არის ბოლო გაფრთხილება

სანქციები უფრო მოულოდნელად მოდის, ვიდრე წინასწარი დაანონსებით. მგონია, რომ მაკფოლის მხრიდან ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ თუ ვინმე რამეს აკეთებს, დროზე მოახდინონ რეაგირება, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუ შეაფასა, სადაც მაკფოლი საუბრობს, რომ ჯგუფს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები აქვს, რომ ქართველი ინდივიდები და ორგანიზაციები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
როგორც რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი სანქცირდება, ეს ნიშნავს, რომ ის ხელისუფლებას იყენებს, რომ რუსეთს დაეხმაროს სანქციების გვერდის ავლაში.
„სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ერთად რომ ჩამოვიდნენ, გვაჩვენეს 38 დასახელების პროდუქტის ჩამონათვალი, რომელთა გატანა რუსეთში არ შეიძლება. მათი შეხვედრების და ბრიფინგების ამოცანა არ იყო ვიღაც დაესანქცირებინათ, მათი ამოცანა იყო პრევენცია მოეხდინათ, რომ საქართველოს გავლით რუსეთს არ მიეღო ისეთი საქონელი, რომელსაც შემდგომ სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენებდა. რაც შეხება მაკფოლის ჯგუფს, მათ არ აქვთ პრევენციის ამოცანა, საგამოძიებო ორგანოა, რომელიც ფაქტებს ეძებს და თუ პოულობს, თავად ვერ დაასანქცირებს, ის ამ ინფორმაციას აწვდის აშშ-ს, ევროკავშირს და ამაზე დაყრდნობით იღებენ პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას.
სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომც ჰქონოდათ ბრიფინგზე არ იტყოდნენ.
სანქციები უფრო მოულოდნელად მოდის, ვიდრე წინასწარი დაანონსებით. მგონია, რომ მაკფოლის მხრიდან ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ თუ ვინმე რამეს აკეთებს, დროზე მოახდინონ რეაგირება. ასევე მინიშნება გააკეთა სახელებზე და გვარებზე.
ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი სანქცირდება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის ხელისუფლებას იყენებს რომ რუსეთს მიეხმაროს“, - განაცხადა რუხაძემ.
მისი შეფასებით, მიუხედავად მმართველი გუნდის განცხადებისა, რომ არაობიექტური და უსამართლოა ის სანქციები, რაც დაწესდა ფაქტია, რომ საქართველო ეჭვმიტანილი ქვეყნების სიაშია.
„ცუდია ისიც, რომ „აირზენა“ დასანქცირდა და არ გამოვრიცხავ, რომ მალე საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცეს. კიდევ უფრო ცუდი იქნება, თუკი თანამდებობის პირები დასანქცირდებიან.
დაველოდოთ მაკფოლის შემდგომ განცხადებებს, მაგრამ ტყუილად ის ამ განცხადებას არ გააკეთებდა. მგონია, რომ ცოტა დროა დარჩენილი, იმისთვის, რომ ივანიშვილმა და მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა გაიაზრონ.
“ქართულ ოცნებას“ თავი ყეყეჩად უჭირავს და ამბობს, რომ უსამართლობაა, არაობიექტურია. რა მნიშვნელობა აქვს ობიექტურია თუ არაობიექტური. ფაქტია, რომ შენ ეჭვმიტანილი ქვეყნების სიაში ხარ“, - განაცხადა რუხაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA