02/07/23624 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა ხაზარაძე - პრეზიდენტმა ნიღაბი ჩამოიხსნა და გააშიშვლა პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა - ჩვენი ქვეყანა კრიტიკულ ზღვარზეა

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას „ნიღაბი ჩამოხსნა“.
როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციამ ძალების გაერთიანებით „ქართული ოცნება“ უნდა დაამარცხოს და ამით ქვეყნის გაერთიანებისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგას.
„პრეზიდენტმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნიღაბი ჩამოიხსნა და გააშიშვლა ის პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან კრიტიკულ ზღვარზეა. მე ნამდვილად არ მინდა საქართველოს რომელიმე მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით დასანქცირდეს, რადგან ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. ქართულ საზოგადოებას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, თუმცა ამის მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო მოვახვედროთ იქ, სადაც მას ადგილი ისტორიულად ეკუთვნის. ეს არის ევროპული ინტეგრაცია, სადაც მშვიდობა, დოვლათი და კულტურის დაცვის ყველაზე დიდი გარანტიაა.
რაც შეეხება პოლარიზაციას, ნებისმიერი ხელისუფლება მისი შემცირებისკენ უნდა მიისწრაფოდეს. ყოველდღიურად, ნებისმიერი ტრიბუნიდან ვხედავთ, თუ როგორ შორდებიან ერთმანეთს პოზიცია და ოპოზიცია. მე ვისურვებდი, რომ ჯანსაღი ძალების გაერთიანებით “ქართული ოცნება“ დავამარცხოთ და ამით ქვეყნის გაერთიანებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ. გაერთიანება პოლიტიკური პარტიების შერწყმას არ გულისხმობს, ეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის საზოგადოების ერთობას ნიშნავს.
აქედან გამომდინარე, მე პრეზიდენტის პოზიციას ვიზიარებ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე
გარდა ამისა, მისი თქმით, თუ ქართველი ბიზნესებისა და კონკრეტული ადამიანების რუსეთთან თანამშრომლობის ფაქტები გამოვლინდება, მამუკა ხაზარაძე მომხრეა, რომ ისინი დასანქცირდნენ.
„როდესაც ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი უკრაინელების წინააღმდეგ საშინელ სამხედრო დანაშაულს ჩადის, როგორ შეიძლება, რომ იმ ქვეყნის შვილები, რომლის 20%-იც ოკუპირებულია, დამპყრობელს უწყობდნენ ხელს. სანქციებისთვის თავის არიდება არის იმ სისხლისღვრის ხელშეწყობა, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. თუ თანამშრომლობისა და დახმარების კონკრეტული ფაქტები არსებობს, მე პირადად ვიქნები მომხრე, რომ მსგავსი კომპანიები და ადამიანები თავად დასანქცირდნენ. არ შეიძლება აკეთო ბიზნესი ოჯახებისა და ბავშვების განადგურების ხარჯზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. ყველა ადამიანი, რომელიც მტერს ეხმარება, მოღალატედ უნდა შეფასდეს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ