01/07/23381 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - ტრადიციულად, პრემიერის ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, სათქმელი არ ჰქონდა

ტრადიციულად, პრემიერის ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, სათქმელი არ ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გუშინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში შეაფასა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის კითხვები პოპულისტურ საკითხებს შეეხებოდა, ამის საპირისპიროდ კი პრემიერის ანგარიშში საუბარი მიღწევებსა და გამოწვევებზე იყო.
„12 საათი გაგრძელდა პრემიერის წლიური ანგარიში და ვნახეთ, რომ ოპოზიცია ბოლომდე ვერ შევიდა დისკუსიაში. მოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა სექტორში მიმდინარე პროცესებზე და არცერთი კითხვა არ დაისვა ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებზე; იმ საკითხებზე, რომელსაც პოპულისტურად წამოაყენებენ ხოლმე ამა თუ იმ მომენტში. კვლავ ის პოპულისტური საკითხები დააყენეს - დაწყებული სააკაშვილის საკითხით. 2-3 საკითხია, რომლითაც ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი პოლიტიკური დისკუსია. ამის საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რა გაკეთდა, რა მიღწევები და გამოწვევებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარტყმა იყო ბოლო წლებში - პანდემია, თუ რუსეთის აგრესია, მთავრობამ შეძლო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ინსტიტუციური განვითარება მაღალი მაჩვენებლითაა. მათ შორის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშებიც აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს ხელისუფლების გამჭვირვალობით თუ ანტიკორუფციული ღონისძიებებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, რატომ არ მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოში ორი დღის წინ გამართულ მიღებაზე.
მისი თქმით, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს პატივისცემა ელემენტარული პრინციპია და როდესაც ეს პრინციპი დაირღვევა რეაქცია იქნება.
„საქართველოს პარლამენტი არის ამ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის პატივისცემა უპირველესად გამოიხატება ამ ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პატივისცემაში. ეს ელემენტარულია და ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც ელემენტარული უნდა იყოს, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის, ხალხის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. სადაც და როცა დარღვეულა ეს პრინციპი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართაც, მქონდა რეაქცია და მომავალშიც მექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY