30/06/23442 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ-ის საელჩომ 3 დეპუტატს მოსაწვევი გამოუგზავნა, შემდეგ უთხრეს არ მისულიყვნენ, სოლიდარობის ნიშნად არ მივედი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკის საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე 3 დეპუტატს მიწვევა გაუგზავნა, თუმცა შემდეგ უთხრეს, რომ ჯობდა ღონისძიებაზე არ მისულიყვნენ. კობახიძე ამბობს, რომ სწორედ მათ მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ღონისძიებას არც თვითონ დაესწრო.
მისივე თქმით, მომავალ წელს, როდესაც გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას. კობახიძე ამბობს, რომ წელს კონკრეტულმა ჩინოსანმა უხეში შეცდომა დაუშვა, რაზეც რეაგირება იყო საჭირო.
"ეს ადამიანი გადის უკვე პენსიაზე და არ მინდა მასთან პოლემიკაში შესვლა, საერთოდ არ შევალ პოლემიკაში. [...] პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მე მგონი არცერთი არ მივედით, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ ჯობდა არ მისულიყო. არ დავაკონკრეტებ, არ მინდა, არ ვიცით, თვითონ დააკონკრეტებს თუ ექნება სურვილი, დასამალი არაფერი არ არის ამაში, ერთი არ იყო სხვათა შორის, ასეთი იყო სამი. ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები, იმიტომ რომ სინამდვილეში არ უნდოდათ მოწვევა, მერე უთხრეს, რომ ჯობდა არ მისულიყვნენ, ეს არის რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ არასწორი დამოკიდებულება, ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, რომ გამოგვეხატა სოლიდარობა", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიღებას ესწრებოდნენ პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York