30/06/23275 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სტატუსზე გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ომის პარტიის დედა პარტიამ EPP-იმ მიიღო მტრული რეზოლუცია - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) "ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მტრული რეზოლუცია" მიიღო. 
ღარიბაშვილი EPP-ის გლობალური ომის პარტიის "დედა პარტიას" უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიერ მიღებული რეზოლუცია შემაფერხებელი ბარიერი იყო ევროპელი ლიდერებისთვის, რათა საქართველოსთვის მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი.
"თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციის შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ომის პარტია, რომელსაც არ სურს რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ისინი ეწევიან საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის კონკრეტული მაგალითები მინდა მოგიყვანოთ.
შარშან, როცა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტი, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და გადაეწყვიტა, თუ რომელი ქვეყნისთვის უნდა მიეცა სტატუსი. ამ გადაწყვეტილებამდე, ევროპელი ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მე შეგახსენებთ, რომ მიღებული იქნა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მტრული რეზოლუცია, ვინ იყო რეზოლუციის ავტორი და ხელმომწერი? ამ რეზოლუციის სპონსორიც, ინიციატორიც და ხელმომწერიც იყო, ვიმეორებ, აი ამ დესტრუქციული ომის პარტიის მთავარი დედა პარტია, ევროპის სახალხო პარტია. კითხეთ მათ, თუ გააკეთეს რაიმე, ან საჯარო მოწოდება, ან თხოვნა ან დემარში ასეთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი უსამართლო, დაუმსახურებელი რეზოლუციის მიღება იქნებოდა შემაფერხებელი ბარიერი ევროპელი ლიდერებისთვის, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებისთვის", - ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის მტკიცებით, ეს რეზოლუცია არის საბოტაჟის მცდელობის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი. 
ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესის საბოტაჟირებაში ქართველ ოპოზიციონერებსაც სდებს ბრალს. როგორც ის ამტკიცებს, ოპოზიციონერები ევროპელ ლიდერებს სთხოვდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში არ მიენიჭებინათ.
"ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, კონკრეტულ გვარებზეც იყო საუბარი. როდესაც, როცა ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, აღარც მალავენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ "ქართული ოცნების" პირობებში. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენად დიდი ღალატია ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი ხალხის ინტერესების", - ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, იგი გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილების მოლოდინშია საქართველოს ევროპელი პარტნიორებისგან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY