ვისაც სჯეროდა, რომ რუსეთი დაუმარცხებელია, დროა უარი თქვათ ცრუ ნეიტრალიტეტზე და შიშზე - კულება
"მას ვისაც სჯეროდა, რომ რუსეთი დაუმარცხებელია: შეხედეთ ახლა. დროა, უარი თქვათ ცრუ ნეიტრალიტეტზე და ესკალაციის შიშზე; მიეცით უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყეთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, მაგრამ ძალიან ეშინოდათ მისი დამხობის" - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე, რუსეთში სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით.