23/06/23656 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე - ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე - არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას არაფრად, მასად მიიჩნევ - დამამცირებელი პოზიციაა

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება [ნიკა გვარამიას შეწყალება] საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება.
ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით არ აპირებს ახსნა-განმარტებას, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას პრეზიდენტი არაფრად მიიჩნევს.
„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება [ნიკა გვარამიას შეწყალება] საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ შესაძლო კონსპირაციის, თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედია გარემოა მძიმე და იმავე დღეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუხსნელად, უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში, იმიტომ რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია.
ასეთ ვითარებაში, არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას არაფრად მიიჩნევ. მასად მიიჩნევ, რომელმაც უნდა გაიგოს და უნდა არ გაიგოს - დამამცირებელი პოზიციაა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების გადაწყვეტილება არ არის ეს ევროპული მომავლისთვის მხარდამჭერი გადაწყვეტილება.
მისი თქმით, ის ელოდა სალომე ზურაბიშვილისგან მსგავს გადაწყვეტილებას, მაგრამ არა ამ ფორმით.
„ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ „რუსთავი 2“ , რომელსაც კონკრეტული პირი ხელმძღვანელობდა, ძალით იყო მიტაცებული.
როდესაც რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებას აკეთებ და სახელმწიფოს მიმართ ასეთ განცხადებას კადრულობ (როგორიც 26 მაისს გავიგონეთ), შემდეგ ეროვნულ ბანკზე, ამის მერე ეს ეჭვი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ ამ ფორმით, ვერ დავუშვებდი. ეთქვა, რომ ეს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელს გვიშლის, მაგრამ იცოდეთ რეალობა. თვითონაც ხომ კარგად იცის, რა არის რეალობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
პირველი ვიცე-სპიკერი სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკავშირებს ევროკომისიის დღევანდელ ზეპირ ანგარიშს.
„არ შეიძლება ასეთი დამთხვევა, როდესაც კეთდება შუალედური განცხადება, გამოდის ევროკომისარი, საუბრობს იმაზე, რომ ბევრი რამ გაკეთებულია და ერთი, რომელიც ეხება მედია გარემოს, შეუსრულებელია და იმავე საღამოს გადაწყვეტილება არის მიღებული ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია დღეს იქნა შესრულებული სალომე ზურაბიშვილის მიერ“,- განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.