03/06/23331 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაატა მანჯგალაძე - ცარიელი ფურცლების გამო რომ აკავებენ ადამიანებს, ეს რუსული ქცევაა - „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრების კი არ ეშინიათ, არამედ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ

„ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრების კი არ ეშინიათ, არამედ, ამას მიზანმიმართულად აკეთებენ - ღარიბაშვილი ევროპაში რომ იყო, კვლავ გაუჩნდა განცდა, რომ გაფართოების პოლიტიკიდან გამომდინარე შეიძლება, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს რომ არ მოხდეს, ტოტალური შეტევა დაიწყეს თავისუფალ აზრზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მანჯგალაძის თქმით, ადამიანებს ცარიელი ფურცლების გამო აკავებენ.
„შეკრების და მანიფესტაციის უფლება არის გარანტირებული, ლაზარე გრიგორიადისის მამა იქნება თუ სხვა. ჩვენ რაც ვნახეთ, სამარცხვინო ქმედებაა, პირდაპირ რუსული ქმედებებია. კარგად ვასხვავებთ პოლიციელს, რომელიც მუნდირის ღირსების, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დამცველია და პოლიციელს რომელიც რეჟიმს ემსახურება ცოფიანი ძაღლივით. ცარიელი ფურცლების გამო რომ აკავებენ ადამიანებს, ეს რუსული ქცევაა, „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრების კი არ ეშინიათ, არამედ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ღარიბაშვილი ევროპაში რომ იყო, კვლავ გაუჩნდა განცდა, რომ გაფართოების პოლიტიკიდან გამომდინარე შეიძლება, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს რომ არ მოხდეს, ახალი, ტოტალური შეტევა დაიწყეს თავისუფალ აზრზე, გამოხატვის უფლებაზე და ა.შ. ეს მიზანმიმართულად ხდება, შემთხვევითი არაა. „ჰაკიმ ფაშას“ ეძახდნენ ღარიბაშვილს, მაგრამ ამის გამო არავის აკავებდნენ. ახლა ცარიელი ფურცლების გამო ხალხის დაკავება, არ მგონია, დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტი იყოს, მით უმეტეს, ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA