15/05/23547 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იაგო ხვიჩია - „ქოცები“ ქართველ ხალხს უყენებენ არჩევანს: პუტინი, თუ მიშა, რაც ის ერთადერთი არჩევანია, სადაც მიშა იგებს - „ქართულ ოცნება“ თვითონ შეაძულებს საკუთარ თავს მოსახლეობას, ამას ისე კვალიფიციურად აკეთებს, რომ ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება

„ქოცები“ ქართველ ხალხს უყენებენ არჩევანს - პუტინი, თუ მიშა? ეს ის ერთადერთი არჩევანია, სადაც ჩემი აზრით, მიშა იგებს. „ქართულ ოცნებას“ ჩვენ არ ვჭირდებით. თვითონ შეაძულებს საკუთარ თავს საქართველოს მოსახლეობას, ამას ყოველდღე ისე კვალიფიციურად აკეთებს, რომ ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება ,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რომელიმე პოლიციელი, პროკურორი, თუ მოსამართლე „ქოცებს“ პრორუსობაში გაჰყვება.
„ პრობლემა რუსი ტურისტი არ არის, პრობლემა არის ხელისუფლება. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, თუ როგორ დავაბალანსებთ მიშას ძალაუფლებას, მაშინ, როდესაც „ქოცები“ საკუთარი გიჟური პოლიტიკით მიშას მოიყვანენ. მგონია, ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც გასააზრებელი გვაქვს. ფაქტია, რომ „ქოცები“ახლა ამას აკეთებენ. „ქოცები“ ქართველ ხალხს უყენებენ არჩევანს - პუტინი, თუ მიშა?! ეს ის ერთადერთი არჩევანია, სადაც ჩემი აზრით, მიშა იგებს. „ქართულ ოცნებას“ ჩვენ არ ვჭირდებით. თვითონ შეაძულებს საკუთარ თავს საქართველოს მოსახლეობას, ამას ყოველდღე ისე კვალიფიციურად აკეთებს, რომ ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება. მეორე მხარეს არის საფრთხე. რამდენი ომი გამოგვივლია რუსეთთან. როდესაც დაგვიპყრეს აჯანყებებს ვაწყობდით. არ მჯერა, რომ ისე შეგვიერთებენ რუსებს, რომ ერთი აჯანყება არ ვცადოთ. ისიც ამ მჯერა, რომ რომელიმე პოლიციელი, პროკურორი იქნება, თუ მოსამართლე „ქოცებს“ პრორუსობაში გაჰყვება, თუ ისინი ამას საბოლოოდ გადაწყვეტენ. მგონია, ეს თამაში განწირულია“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
როგორც მან აღნიშნა, „გირჩის“ გარდა ის სხვა პარტიას ვერ ხედავს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გაჩერება შეუძლია. ამასთან, დასძენს, რომ „გირჩი“ მიშას ბანაკში არ გადახტება“.
„ წარმოიდგინეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მიშას ვერასდროს დაუჭერს მხარს. იმიტომ, რომ მისი არ სჯერა. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ პირველი ჩემით დაიწყებს დაჭერას. ამიტომ, მისკენ არ ვიქნები. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო იმისთვის, რომ ეს საფრთხე დავაზღვიო. თუ არჩევნები ჩატარდება, სადაც პუტინი VS მიშა იქნება და მე იმ პერიოდში ვერ შევძელი გაძლიერება ისე, რომ მესამე არჩევანი ვიყო, ვთქვა: „პუტინი და მიშა კი არ არის მხოლოდ, მეც ვარ“ ეს თუ ვერ ვთქვი, სხვა პარტიას ვერ ვხედავ, რომელსაც მიშას გაჩერება შეუძლია.
ქართველი ბიზნესმენები გიჟები მგონიან, ამას რომ ვერ ხედავენ. შეიძლება ცოტახანში ჩამოიშალონ „ქოცები“ იმიტომ, რომ რუსეთზე დებენ ფსონს. თუ „ქოცები“ იშლებიან, ვინ მოდის ხელისუფლებაში? ვის ჰგონია, რომ მიშა შეარჩენს ბიზნესმენებს „ქოცებთან“ ასეთი ტიპის თანამშრომლობას. მიშა „ქოც“ ბიზნესმენებს არ გაპარსავს?! როგორ შეიძლება ამ ბიზნესმენებს ახლა მშვიდად ეძინოთ. როგორ შეიძლება არ ეძებდნენ პარტიას, რომელსაც გააძლიერებენ და მიშას იმედად არ დატოვებენ ამ სიტუაციას. „გირჩის“ გარდა ვინ ეგულებათ, ვინც ეგრევე არ გადახტება მიშას ბანაკში?,- აღნიშნა ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ განმარტა, რომ „ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ უფრო შეეზილება პრორუსობა, ვიდრე რაიმე კეთილისმყოფელი და კარგი საქმე, როგორიც არის ქართველი ხალხის დახმარება“.
„ ამ ქვეყანაში პრორუსის იარლიყით, რომელსაც შენ თვითონ იკეთებ, შეუძლებელი მგონია გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების მოგება. ზოგადად, წარმოუდგენელი მგონია ქვეყნის მართვა 5-დან 10%-მდე მხარდაჭერით, რომელიც პრორუსებს აქვს საქართველოში“,- აღნიშნა ხვიჩიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA