15/05/23494 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"როდესაც რუსეთმა სანქცია მოუხსნა ქართველებს, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაუწესოს სანქცია ქართველებს, აბსურდია" - პაპუაშვილი

"როდესაც რუსეთმა სანქცია მოუხსნა ქართველებს, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაუწესოს სანქცია ქართველებს აბსურდია", - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისი მტკიცებით, ჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე, რადგან  საქართველოს აეროპორტები მხოლოდ არასანქცირებულ კომპანიებს და ბორტებს მიიღებენ.
"თავის დროზე რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა ვიზების საკითხი, თუ ფრენების აკრძალვა და რუსეთმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. ეს არის სრულად მათი საკითხი. მეორე, ვამბობთ და ჩვენმა საქმიანობამ დაამტკიცა, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერი შემსრულებელი საერთაშორისო სანქციებისა და ვუზრუნველყოფთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.
საქართველო რუსეთის მოსაზღვრეა და ამ მხრივ რისკის ქვეშაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა აჩვენეს თავისი სიძლიერე, რომ არათუ არცერთი ფაქტი, ეჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი აეროპორტები მიიღებენ მხოლოდ იმ კომპანიებს და ბორტებს, რომლებიც არ არიან სანქცირებული და ზუსტად ისეთივე მიდგომა გვექნება, როგორიც აქვთ ისრაელს, თურქეთს და ევროკავშირის სხვა წევრ, თუ პარტნიორ ქვეყნებს.
რაც შეეხება მოწოდებებს, რომლების გვესმის უპასუხისმგებლო ოპოზიციისგან, რომ რუსეთს დავუწესოთ ორმხრივი სანქციები, ამაზეა საუბარი, როდესაც ლაპარაკობენ ვიზის შემოღებაზე, შეზღუდვაზე, საუბრობენ, რომ ცალმხრივად ავკრძალოთ ფრენები. ეს არის ორმხრივი სანქციის დაწესება და რაც მთავარია, მოწოდებების მთელი აბსურდი იმაშია, რომ როდესაც რუსეთმა სანქცია მოუხსნა ქართველებს, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაუწესოს სანქცია ქართველებს, რაც აბსურდია.
გასაგებია, რომ უცხოელები საუბრობენ ამაზე, ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, მაგრამ როდესაც ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ ამ არგუმენტაციით, აჩვენებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ საკუთარ ამომრჩევლებთან, მათ ინტერესებთან" - ამბობს პაპუაშვილი
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA