15/05/23518 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იენს სტოლტენბერგი - იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ უკრაინა გაიმარჯვებს

იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება უკრაინა ალიანსის წევრი გახდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეები, ივლისში, ვილნიუსის სამიტზე უკრაინას მკაფიო მხარდაჭერის გზავნილს გაუგზავნიან და ეს სხვადასხვა გზით გამოიხატება.
„რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს, ველი, ნატო-ს მოკავშირეები იტყვიან, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ამის შესახებ რამდენჯერმე ითქვა. უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია. ნატო-ს მოკავშირეებმა კი უნდა გადაწყვიტონ წევრობის საკითხი და რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი ღია რჩება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ელის, რომ ალიანსი, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით უკრაინის დასახმარებლად მრავალწლიან პროგრამაზე შეთანხმდება.
„ველი, რომ შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე უკრაინისთვის, სადაც ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას საბჭოთა ეპოქის სტანდარტებიდან, დოქტრინებიდან და აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტების დოქტრინებსა და აღჭურვილობაზე გადასვლაში და იმაში, რომ ნატო-სთან სრულად თავსებადი გახდეს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ასევე ეხმარება მათ ნატო-ში გაწევრიანებისკენ წინსვლაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მიაჩნია, სამიტზე ყველა მოკავშირე განაცხადებს, რომ ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა.
„მტკიცედ მჯერა, ყველა მოკავშირე განაცხადებს, რომ რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი არ მოიგოს, რადგან იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება უკრაინა ალიანსის წევრი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა“, - აღნიშნა ალიანსის ხელმძღვანელმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY