11/05/23495 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, გაიყვანდა ჯარებს, დაასრულებდა ოკუპაციას - დეგნანი

"დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს" - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. 
დეგნანის განცხადებით, პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას.
"მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ის ზოგჯერ რუსებს იყენებს სხვა ქვეყნებში, რათა იმ ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს. უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია ასობით ათასი რუსით, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და შეიძლება კიდევ მილიონიც ჩამოვიდეს ამ ფრენების გახსნის შემდეგ. პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას. სწორედ ამას დააფასებდა ქართველი ერი, როგორც ჭეშმარიტ ჟესტს და გულწრფელ კეთილი ნების ჟესტს. გავიხსენოთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს დაესხა თავს საქართველოს, რომელმაც დაიპყრო ეს ქვეყანა, რომელიც 1970-იან წლებში ცდილობდა ქართული ენის გაუქმებას. ძალიან უცნაურია, როდესაც ესალმები ამ ჟესტს იმ ქვეყნისგან, რომელიც ახლა უკრაინასთან ასეთ სასტიკ ომს აწარმოებს", - თქვა კელი დეგნანმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY