11/05/23388 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არაა - ეს რომ ასე იყოს, აშშ-ს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს

ისე ცდილობს ოპოზიცია წარმოაჩინოს ეს ყველაფერი, თითქოს რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის - არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არ არის. ეს რომ ასე იყოს, აშშ-ს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები, ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მან ამასთან, განმარტა, რომ რუსეთმა 2019 წელს, როგორ ცალმხრივადაც მიიღო ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება, მათი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ასევე ცალმხრივად აქვს მიღებული, რაც კობახიძის შეფასებით, კარგია საქართველოს მოსახლეობისთვის ინტერესების უკეთ რეალიზების თვალსაზრისით.
„2019 წელს რუსეთის ფედერაციამ სანქცია დაუწესა საქართველოს მოქალაქეებს, დასაჯა საქართველოს მოქალაქეები და ამას ემსახურებოდა პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და სავიზო რეჟიმის გამკაცრება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, ახლა, კიდევ ერთხელ, რუსეთის ფედერაციამ მიიღო მორიგი ცალმხრივი გადაწყვეტილება ამ სასჯელის მოხსნის თაობაზე, რაც კარგია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს უკეთ რეალიზებული. როდესაც საუბარია ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებაზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ ხელი უნდა შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან, საკუთარ სამშობლოსთან. ამ პირობებში, მითუმეტეს, მიუღებელია ყოველგვარი საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. გარდა ამისა, უნდა შეგახსენოთ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ დავსჯით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. როდესაც ოპოზიცია ასეთ რაღაცებზე საუბრობს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი.
რაც შეეხება ფრენებს, არაერთი ქვეყანაა, სადაც არის ფრენები. მათ აქვთ პარტნიორობა დასავლეთთან, თუმცა აქვთ ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, არის ისრაელი, რომელიც არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და აქვს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ასევე არის თურქეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ნატო-ს წევრი ქვეყანა და იქაც ხორციელდება ფრენები, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც არის ფრენები. მთლიანობაში ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეკულაციებშიც არ არსებობს არავითარი საფუძველი. ისე ცდილობს ოპოზიცია წარმოაჩინოს ეს ყველაფერი, თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა რუსეთის მხრიდან, ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. ასეთი სპეკულაციებიც კი გვესმის პირდაპირი თუ ირიბი ფორმით. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არ არის. ეს რომ ასე იყოს, აშშ-ს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები, ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, თუმცა საკმაოდ მკაცრი რეჟიმი მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,