10/05/23482 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხატია დეკანოიძე - სავიზო რეჟიმის გაუქმება არის ჯილდო „ქართული ოცნებისთვის“ - პუტინმა გააგებინა მთელ დასავლეთს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიაჩნია „პროქსად“

ვლადიმერ პუტინის მთავარი ამოცანა საქართველოსთან მიმართებაში არის ის, რომ საქართველო არ გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სავიზო რეჟიმის გაუქმება არის ჯილდო.
„სამწუხაროდ, პუტინს საქართველოში ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც საკუთარ დასაყრდენად მიიჩნევს.
სავიზო რეჟიმის გაუქმება არის ჯილდო „ქართული ოცნებისთვის“, ეს არის რუსეთის მიერ ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენება იმისთვის, რომ მან შეაჩეროს კანდიდატის სტატუსის მიღება. გეოპოლიტიკური მოსაზრებებით საქართველომ შესაძლოა, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„ქართული ოცნება“ სხვანაირად, რომ იქცეოდეს, ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული პუტინის მიერ. საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც აშშ-ს და ევროპას თავს ესხმის“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე შეფასებით, რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ფრენების აღდგენა არის რუსეთის მიერ დასავლეთისთვის განკუთვნილი გზავნილი, რომ „ქართულ ოცნებას“ „კეთილისმყოფლად განიხილავს“.
„ჩემი წარმოდგენით, ეს არის ჯილდო, რომლითაც პუტინმა პირდაპირ გააგებინა მთელ დასავლეთს, რომ ეს ხელისუფლება მიაჩნია „პროქსად“. პუტინმა დასავლეთს უთხრა, რომ ამ ხალხს კეთილისმყოფლად განიხილავს, რადგან ამ ადამიანებმა ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პროპაგანდა აწარმოეს.
პუტინს ჰგონია, რომ პროპაგანდისტულ გზავნილს გააძლიერებს. ვერ გააძლიერებს, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა გზავნილმა ვერ იმუშავა. რუსეთს გათვლა აქვს რომ ქვეყნის შიგნით პოლარიზაციას გააღრმავებს, პარტიებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას გამოწვევებს, პოლარიზაციის პირობები გაართულებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.
კგბ-ს მეთოდი, რომელიც არის ის, რომ მე ყველას ვააშკარავებ, ვინც ჩემთან თანამშრომლობს, გამოიყენა ახლა პუტინმა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA