10/05/23429 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი რუხაძე - საქართველო დიდ დარტყმას მიიღებს, რადგან ქვეყანა დგება რუსეთის მოკავშირეების რიგში - თან ევროკავშირის წევრი იყო და თან რუსეთთან ფრენები აღადგინო, არ გამოვა

იმ მომენტში, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის სასჯელი, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
რუხაძის თქმით, საქართველომ რუსეთიდან არ უნდა მიიღოს რეისები, რადგან საქართველო ევროკავშირის სივრცეში მოიაზრებს თავს.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში არავინ არის, ვინც იტყვის, რომ საქართველოს არ სჭირდება რუსეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება.
„რუსეთის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება საჩუქარი არ არის, პირიქით, იმ მომენტში, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის სასჯელი. კითხვა უნდა დავსვათ ასე - რატომ ახლა? თუ კარგი იყო აქამდე რატომ ველოდით?! ევროკავშირის, არცერთი სახელმწიფოდან არაფერი დაფრინავს და რუსეთიდან არაფერს იღებს.
ამ გადამწყვეტ მომენტში რუსეთმა დაგაყენა არა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, არამედ თავისი გავლენის სფეროში. საქართველოს ხელისუფლებაში არავინ არის, ვინც დღეს იტყვის, რომ ეს არის რუსეთის გადაწყვეტილება, ჩვენ არ გვსიამოვნებს და არც გვჭირდება. საქართველომ რუსეთიდან არ უნდა მიიღოს რეისები, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროკავშირის სივრცეში მოიაზრებს თავს.
საქართველო დიდ დარტყმას მიიღებს, რადგან ამით საქართველო დგება რუსეთის მოკავშირეების რიგში და არა უკრაინის და დასავლეთის მხარეს. თან ევროკავშირის წევრი იყო და თან რუსეთთან ფრენები აღადგინო, ეს არ გამოვა“,- განაცხადა რუხაძემ.
კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა რუსეთთან ფრენების აღდგენა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, რუხაძე პასუხობს, რომ უვიზო რეჟიმის აღდგენა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ვერ იმოქმედებს.
კითხვაზე, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის ფედერაციის მიერ უვიზო რეჟიმის დაწესებას და ფრენების აღდგენას, რუხაძე პასუხობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სურვილია ახალი მიზეზები გაჩნდეს იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის საქართველოსთვის სივრცის შემცირება დასავლეთის მიმართულებით. ახლა გადამწყვეტი მომენტია, საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. ეს საფრთხედ მიაჩნია ვლადიმერ პუტინს და მას უნდა რომ ახალი მიზეზები გაჩნდეს, რის გამოც საქართველოს სტატუსი არ მისცენ. საქართველოს ხელისუფლებასაც უნდა ასეთი მიზეზების გაჩენა“,- განაცხადა რუხაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA