08/05/23577 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა... ეს ივანიშვილის გამო ხდება" | არახამია

"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა... ეს ივანიშვილის გამო ხდება" - ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 
მისივე თქმით, უკრაინას უნდა, რომ ხელი ჩაკიდოს საქართველოს და ერთად იარონ წინ. 
"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა, რომელიც თავს იკავებს რატომღაც. თუკი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას შეხედავთ, ქართველი ხალხის უმეტესობას სურს ევროკავშირში. თუკი ეს არის ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, მან უნდა აღასრულოს ხალხის ნება. მაგრამ ისინი რატომღაც საწინააღმდეგოს აკეთებენ. ისინი პირიქით რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან. ჩემი აზრით, ეს ივანიშვილის გამო ხდება, რომელიც მართავს ყველაფერს. ის რუსეთიდანაა, გაზპრომის წილის მფლობელია. მგონია რომ რუსებს მასზე გავლენის ბერკეტები აქვს. საქართველო დემოკრატიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ღირებული ხალხია, და რადგანაც ხალხს უნდა ევროკავშირისკენ სვლა ჩვენ ამ საკითხში უნდა დავეხმაროთ. 
[ჟურნალისტი: როგორ?] 
უკრაინას ახლა აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა, ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ ხელი უნდა ჩავკიდოთ მოლდოვას და მეორეს მხრივ საქართველო და ერთად უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რადგან საქმე მარტო სტატუსის მიღებაშიც არ არის. ვიცით ბევრი ქვეყანა, რომელსაც სტატუსი უკვე 20 წელიწადია აქვს მაგრამ წინ ვერ მიდის და ეს დაუსრულებელი ამბავია. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ხელი ჩავკიდოთ საქართველოს და ერთად ვიაროთ წინ. 
ეს უნდა გავაკეთოთ ქართველი ხალხისთვის და არა საქართველოს მთავრობისთვის. სტრასბურგსა და ბრიუსელში ჩემი გამოსვლების 70% ეთმობა უკრაინას, 30% კი საქართველოს, მუდმივად ვეუბნები ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ახლა დიდი საფრთხეა, რომ კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეთ, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამაზე არ იდარდებს და მოხდება ის, რაც დაემართა ბელარუსს.
ლუკაშენკო ახლა რუსეთის ხელშია და კრემლი მას ეუბნება, ჩვენს გარდა არავინ გაღიარებსო. საქართველოშიც არის ამის რისკი, სწორედ ამიტომ, მე სულ ვეუბნები ჩვენს პრეზიდენტს, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივ სვლას ევროკავშირში", - ამბობს არახამია. 
ის 7-9 მარტის აქციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროტესტი იმედის მომცემი იყო, რამაც საქართველოს მთავრობა იძულებული გახადა, ქართველი ხალხის ნებას დამორჩილებოდა. 
საბედნიეროდ, თქვენ აღმოგაჩნდათ დემოკრატიის ძალიან კარგი მცველები, ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც დაიცვეს საქართველოს ევროპული მომავალი. მათი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, მათი გამოსვლები ძალიან იმედის მომცემი იყო. ხალხმა გააცნობიერა, რომ ეს რუსული კალკი იყო და ქუჩაში გამოვიდა. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ხალხის ნებას. ეს არის ის, როგორც მუშაობს დემოკრატია, ხალხი გამოდის ქუჩაში და არ აძლევს მთავრობას მათი ნებიდან გადახვევის საშუალებას. 
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად კოალიციური ხელისუფლება მიიღოთ და არ იყოს ისევ ერთპარტიული პარლამენტი, რომ პორტფელები დანაწილებული იყოს, ოპოზიციას ჰქონდეს ძალოვანი უწყებები და ერთ ხელში არ იყოს ყველაფერი. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ძალიან ძნელია, როდესაც მთავრობა გისმენს და გითვალთვალებს ყველგან, იცის რას ელაპარაკები შენს დედას, შვილს, შენს ექიმს. „დიდი ძმა გიყურებს ყველგან“. ეს არ არის დემოკრატია, - თქვა არახამიამ. 
მისივე თქმით, "საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ძალიან რთულია".
"საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად კოალიციური ხელისუფლება მიიღოთ და არ იყოს ისევ ერთპარტიული პარლამენტი, რომ პორტფელები დანაწილებული იყოს, ოპოზიციას ჰქონდეს ძალოვანი უწყებები და ერთ ხელში არ იყოს ყველაფერი. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ძალიან ძნელია, როდესაც მთავრობა გისმენს და გითვალთვალებს ყველგან, იცის რას ელაპარაკები შენს დედას, შვილს, შენს ექიმს. „დიდი ძმა გიყურებს ყველგან“. ეს არ არის დემოკრატია", - ამბობს არახამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA