03/05/23475 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ მხოლოდ სუს-ის და „რაშისტული“ მართვის მოდელის პირობებში

„რაშისტული“ დროშა საქართველოს ხელისუფლების გარშემო ტრიალებს და ეს არის მათი რეალური სახე - მათთვის მთავარია ხელისუფლების შენარჩუნება, ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ მხოლოდ სუს-ის და „რაშისტული“ მართვის მოდელის პირობებში, ამიტომ თავისი არჩევანი გააკეთეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მორალური ღირებულება არ ჰყოფნის, რომ ფული ბავშვების მედიკამენტებისთვის გადაიხადოს, სანაცვლოდ ფულს „გია გაჩეჩილაძის ბიზნეს პროექტში დებენ“, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ „ასეთი საქართველოც არსებობს“.
„რასაც აკეთებდა თავის დროზე „პატრიოტთა ალიანსი“, ახლა დაიწყო გიამ იმის კეთება, თავის დროზე ირმა ინაშვილი იღებდა ამაში ფულს, ახლა იღებს გია გაჩეჩილაძე. მე მიმაჩნია, რომ ამ თემის კომერციონალიზაცია არ არის მორალური, მაგრამ ეს არის მისი არჩევანი. ეს არ არის ჯანმრთელი პროცესის ნაწილი, ამიტომ ამას უნდა შევხედოთ, როგორც რუსული პროპაგანდის ნაწილს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა მასობრივი ხასიათი ამ აქციის, რათა ხაზი გაესვა იმას, რომ ასეთი საქართველოც არსებობს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ცოტა ხნით ადრე „ალტ-ინფოს“ დააწვევინა ევროკავშირის დროშა. დააწვევინეს ვამბობ ხაზგასმით, იმიტომ, რომ როდესაც 100-150 ადამიანი მიდის პარლამენტის შენობასთან და რაღაცის დაწვა უნდა, თუ ხელისუფლების ნება არ არის, რომ ის დაიწვას, ის ვერ დაიწვება. ათასობით ადამიანი მისულა პარლამენტის შენობასთან, ისინი დაურბევიათ, თვალები დაუთხრიათ და საშინელებები მოუწყვიათ რუსთაველის მოედანზე და როდესაც 200 ადამიანი მივიდა და უნდოდა დროშის დაწვა, თუ ეს ხელისუფლებას არ სურდა, მათ თავისუფლად შეეძლოთ ეს გაეჩერებინათ. მორალურად ხელისუფლებას არ აქვს იმის თავი, რომ ის ფული, რასაც ასეთ რაღაცაში დებენ, აიღონ და ავადმყოფ ბავშვებს დაურიგონ, ეს ცალკე მორალური პრობლემაა, მაგრამ ხელისუფლება მაინც ცდილობს „რაშისტული“ იდეოლოგია დღეს რაღაც სეგმენტებში შეიტანოს და „რაშისტული“ დროშა ვიღაცას დააჭერინოს ხელში და ეს იქნება „ალტ-ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“, გია თავისი ბიზნეს პროექტით, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. გასაგებია, რომ "რაშისტული" დროშა საქართველოს ხელისუფლების გარშემო ტრიალებს და ეს არის მათი რეალური სახე, რეალური სიმბოლო და ევროკავშირის დროშა იქნება თუ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დროშა, ეს ყველაფერი ქრება. მათთვის მთავარია ხელისუფლების შენარჩუნება, ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ მხოლოდ სუს-ის და „რაშისტული“ მართვის მოდელის პირობებში, ევროპაში ისინი ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებენ, მათ თავისი არჩევანი გააკეთეს. ისინი დაგველაპარაკებიან ასეთი აქციებით, დაგველაპარაკებიან მხუთავი აირებით, ამისთვის საქართველო უნდა იყოს მზად. მაგრამ 9 აპრილი შექმნა ქართველმა ხალხმა, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა იყო მათთვის უფრო მეტი, ვიდრე არსებობა და მე მჯერა, რომ ეს სული, ეს ემოცია და ეს ბრძოლის უნარი არის დღემდე შენარჩუნებული და უკრაინაში ჩვენი მებრძოლები სწორედ ამ ემოციით იბრძვიან“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY