02/05/23325 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ფრიდონ ინჯია - ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს, სადაც ასახული იქნება ყველა სურვილი და მოთხოვნა, რომელიც მონატრებულ კრებაზე ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცადებით, ის უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტის დაინიცირებას გეგმავს, რომელიც მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს.
როგორც ინჯიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კანონპროექტების პაკეტში ასახული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც 30 აპრილის აქციაზე ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა.
„კანონი, ყველას მიმართ თანაბრად უნდა აღსრულდეს მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა. კანონის წინაშე პრივილეგია არავის უნდა ჰქონდეს. პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, 60-ზე მეტი პოლიციელი დამწვარი და დაზარალებულია და მხოლოდ ერთია დაკავებული. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული. ასევე, საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ 2004 -2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორული რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი აღსრულდეს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს. უნდა დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტალური განათლება, რომელიც შეწყდა. ამავე მოთხოვნებშია, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, სახელმწიფო პროგრამების მორგებულად განხორციელება, ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა. აბსოლუტურად ყველა ამ კითხვას, რომელიც იქ დაისვა და მოთხოვნაა სახელმწიფოს მთავრობისთვის, მე ვუერთდები ამას და ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს. ამ პაკეტში ასახული იქნება ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები მონატრებულ კრებაზე პოლიტიკოსმა ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა“,- განაცხადა ინჯიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY