02/05/23288 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ბოლო ორ წელიწადში, სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება საქართველოში დაბრუნებულ 900-მდე ემიგრანტს გაეწია, 300 პირის განაცხადის განხილვა კი ამჟამად მიმდინარეობს

2020 წლის 15 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება 900-მდე ემიგრანტს გაეწია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებიდან სოციალური ინიციატივების დაფინანსებისა და ეკონომიკური აგენტის სუბსიდირების კომპონენტით დაფინანსება 575-მა ემიგრანტმა მიიღო, ამავე პერიოდში, სამედიცინო დახმარება 133 ემიგრანტს გაეწია.
რაც შეეხება პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტში ჩართვას, ამ მიმართულებით სურვილი 126-მა ემიგრანტმა გამოთქვა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბენეფიციარებს გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია და მოხდა მათი რეფერირება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაზე, ხოლო 2021-2022 წლებში საქართველოში დაბრუნებული და ამ პროგრამაში ჩართვის სურვილის მქონე 14 ემიგრანტი სააგენტომ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.
რაც შეეხება 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებს, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ სოციალური ინიციატივების დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, გაზაფხულის მიღებაზე 300-მდე განაცხადია შესული. ამ დროისთვის კი მათი განხილვა მიმდინარეობს.
„დასაფინანსებელი თანხის ოდენობა დამოკიდებულია უშუალოდ პროექტის სპეციფიკასა და ბენეფიციარების მიერ მოთხოვნილი ნივთების საჭიროებასა და ღირებულებაზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს ჯამურ ლიმიტს, 4000 ლარს თითოეულ ბენეფიციარზე. პროგრამის წლიური ბიუჯეტია 650000 ლარი, საიდანაც 100-მდე პროექტის დაფინანსება მოხდება გაზაფხულზე, ხოლო 100-მდე პროექტის დაფინანსება - შემოდგომაზე.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა თემატიკის პროექტები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მეფუტკრეობის, ავტოსერვისის, სილამაზის სალონის, სამკერვალოს, საოჯახო სასტუმროს, საცხობი-საკონდიტროს, სახელობო და სხვა ტიპის პროექტები.
გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის ნივთების გადაცემის შემდეგ 2 წლის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგი პროექტის წარმატებისა და კმაყოფილების შეფასების მიზნით. იმ ბენეფიციარებმა, რომლებსაც დაუფინანსდათ საშემოსავლო პროექტები და გადაეცათ გარკვეული ტექნიკა-დანადგარები, თუ ძირითადი საშუალებები, ნივთები უნდა გამოიყენონ დანიშნულებისამებრ და პროექტის მიზნების განსახორციელებლად“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის სააგენტოში.
ცნობისთვის, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშესაწყობად 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება შესაბამისი პროგრამები და პროექტები. 2020 წლიდან კი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს რეინტეგრაციის პროგრამის ადმინისტრირებას, რომლის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის დახმარების სერვისების შეთავაზება. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს ან მუდმივადა ცხოვრების ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში, არალეგალურად, მინიმუმ, ერთი წლის ვადით იმყოფებოდნენ, ხოლო მათი სამშობლოში დაბრუნებიდან არაუმეტეს 1 წელია გასული.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA