01/05/23838 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით უსუფაშვილი - ეს დღე დაიმახსოვრეთ, ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში - „ოცნება“ ფართო ნაბიჯებით მიექანება უფსკრულისკენ

ეს დღე დაიმახსოვრეთ, ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში , - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.
უსუფაშვილის თქმით, მიზეზი ის არის, რომ უმრავლესობას კომისიის შექმნის საკითხი არ მოსწონს.
"უპრეცედენტო ამბავზე მიდიან. ეს დღე დაიმახსოვრეთ, რადგან ეს ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში, ამან გადაფარა ის ფაქტი, დარბაზი რომ ჩაგვიკეტეს და პრეზიდენტის მოწვეულ სხდომაზე არ შეგვიშვეს. რა ქნეს დღეს - საგამოძიებო კომისიის საკითხი წაშალეს სიიდან, ამოვიღეთო ამ სიიდან და ხვალ რეგისტრაციას გავივლით კენჭსაყრელ საკითხებზეო. ოღონდ, ეს საკითხი სიაში აღარ წერია. მიზეზი ის არის, რომ არ მოგვწონს კომისიის შექმნაო.
თავიანთი თავი შეიყვანეს უმძიმეს მდგომაერობაში, ახლა ამბობენ, რომ ჩვენ ხომ ბევრნი ვართ ბიუროზე და ავწევთ ხელს, რომ სია მტკიცდება ამ საკითხის გარეშე და თქვენ თუ გინდათ დასვით საკითხი, რომ ხელახლა შევიტანოთო, რა უნდა შევიტანოთ, როცა შეტანილი იყო? ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც შევიდნენ, დგამენ გაცილებით მძიმე ნაბიჯს, ესაა ხელისუფლების უზურპაცია, აცხადებენ ბევრნი ვართ, ამ საკითხს წავშლით და არ დავაყენებთ არც ხვალ, არც ზეგ და არც მაზეგ, რამდენიც გინდათ მოიტანეთ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებები, რამდენიც გინდათ იყავით ოპოზიციაში, გინდა 67, გინდა 70 და 77, ვინაიდან, ბიუროზე ბევრნი ვართ, არ შევიტანთო.
რას ვაპირებთ - „ოცნება“ ფართო ნაბიჯებით მიექანება უფსკრულისკენ, ჩვენ არ უნდა ჩავყვეთ და ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ უფსკრულს... არჩევნებით ეს ხელისუფლება შეიცვლება, მანამდე რაც მეტ ასეთ უმსგავსობას ჩაიდენენ, საკუთარ თავს ავნებენ, რადგან კომისიის შექმნით რა უნდა გამოვლენილიყო? - რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური „კლანი“ და არა მხოლოდ მოსამართლეების. უხეში, ძალისმიერი, საპარლამენტო ცხოვრებისთვის მიუღებელი გზებით იღებენ გადაწყვეტილებებს, ამაზე მეტი რა უნდა გამოევლინა კომისიას?!", - განაცხადა უსუფაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,