01/05/23557 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სტატუსი არ მოგვცეს, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს - კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ისევ იმეორებს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ეკუთვნოდა. მისი მტკიცებით, ევროპულმა საბჭომ სტატუსი არ მოგვცა, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს. 
კალაძის აზრით, ყველა პარამეტრით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ ვართ.
"ქვეყანა დღემდე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდავეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, პირველი ვინც ამ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ყველანაირი პარამეტრებით შეგვიძლია შევადაროთ, ახლა არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რაღაცას ვაყვედრი, ღმერთმა დამიფაროს, პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინის და უკრაინელების წარმატება, მაგრამ რომ შევხედოთ რეალურად ციფრებით, პარამეტრებით, საქართველო იყო პირველი ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლა, ყველა პარამეტრი რაც არის ვართ მოწინავე, თუმცა ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ, რომ არ უერთდება სანქციებს, არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს საქართველოში და ეს გამოიყენეს და ჰქონდათ სურვილი, რომ რაღაც ერთგვარ ბერკეტად ყოფილიყო ეს ყველაფერი გამოყენებული", - ამბობს კალაძე.
მისი თქმით, 12 პუნქტიან გეგმაში არც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გვარამიაა ნახსენები და არც "კრიმინალი სააკაშვილი". კალაძე ამბობს, რომ ეს გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული. 
"რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა", - ამბობს კალაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA