29/04/23876 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

პრიგოჟინის თქმით, თუ შოიგუ ვაგნერს ტყვია-წამალს არ გადასცემს, მათ ბახმუტის დატოვება მოუწევთ

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მან თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრება, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებიან, გამოვიდნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.
ამის შესახებ პრიგოჟინმა ომის კორესპონდენტთან სემიონ პეგოვთან ინტერვიუში ისაუბრა. ჩანაწერი ტელეგრამ არხმა WarGonzo-მ გაავრცელა.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაგნერის მებრძოლების ბახმუტში ყოფნის მიზანშეწონილობის შესახებ.
ვაგნერის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ წერილი რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკვე გაუგზავნა და სთხოვა, დაეხმარონ "ტყვია-წამლის დეფიციტის" აღმოფხვრაში.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერი იმ შემთხვევაში დარჩება ბახმუტში, თუ  დანაყოფებს ტყვია-წამალი ექნებათ, თუმცა მისი ცნობით, ამ დროისთვის ჭურვების მარაგი მხოლოდ რამდენიმე დღისთვისაა საკმარისი.
"ჩვენ დავრჩებით ბახმუტში მანამ სანამ ბოლო ვაზნა გვექნება, მაგრამ ძალიან ცოტა ტყვია-წამალია დარჩენილი - არაა სამყოფი კვირებისთვის, არამედ დღეებისთვის. და თუ ტყვია-წამლის დეფიციტი არ შეივსება, იძულებულები ვიქნებით, რომ იმისთვის, რომ შემდგომში მშიშარა ვირთხებივით არ გავიქცეთ, ან ქალაქი ორგანიზებულად დავტოვოთ ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. დიდი ალბათობით, მოგვიწევს ამ ტერიტორიიდან ზოგიერთი დანაყოფის გაყვანა" - განაცხადა პრიგოჟინმა.
2023 წლის თებერვალში პროგოჟინმა "რაკეტების დეფიციტზე" დაიწყო საუბარი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა. პასუხად თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინის განცხადება შეაფასა როგორც "ეგზალტირებული განცხადება თავდასხმის რაზმების მოხალისეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების სავარაუდო დაბლოკვის შესახებ".
სამინისტროს თქმით, ისინი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ყველა მოთხოვნას უმოკლეს დროში ასრულებენ და "რუსული დაჯგუფების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთობისა და მხარდაჭერის მჭიდრო მექანიზმის დანაწევრების მცდელობები კონტრპროდუქტიულია და თამაშობს მხოლოდ მტრის სასარგებლოდ მოქმედებს".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY