უკრაინისთვის F-16-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს - კულება
"უკრაინისთვის F-16-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ნაბიჯის გადადგმის დროა" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
ამასთან, კულებამ ჩამოთვალა იარაღის ის სახეობებიც, რომელთა შესახებაც დასავლეთმა განაცხადა, რომ "უკრაინისთვის მათი მიწოდება რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა"
ამასთან, კულებამ ჩამოთვალა იარაღის ის სახეობებიც, რომელთა შესახებაც დასავლეთმა განაცხადა, რომ "უკრაინისთვის მათი მიწოდება რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა"
"შეიარაღების სახეობები, რომლებზეც გვითხრეს, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება ესკალაციის პროვოცირებას გამოიწვევდა, თუმცა ეს არასდროს მომხდარა: არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ასევე F-16-ები. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ნაბიჯის გადადგმის დროა" - წერს კულება.