23/04/233 713 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წერილი სალომე ზურაბიშვილს - სრული ტექსტი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წერილი სალომე ზურაბიშვილს -  "მთავარმა არხმა" მოიპოვა საგანგებო წერილი, რომელიც ამერიკის ჰელსინკის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს მისწერა. 
წერილის ხელმომწერები არიან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი და სტივ კოენი, ასევე სენატორები ბენ კარდინი და როჯერ ვიკერი. სალომე ზურაბიშვილის სახელზე ამერიკელი კანონმდებლების მიმართვა ხუთშაბათს გაიგზავნა. 
"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,
ჩვენ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ორპარტიული და ორპალატიანი ხელმძღვანელობა მადლობას გიხდით თქვენი გადამწყვეტი როლისთვის, რათა თავიდან აგეცილებინათ ახლახან შემოთავაზებული „უცხოელი აგენტების კანონის“ ამოქმედება. თქვენ დამაჯერებლად აჩვენეთ თქვენი პრინციპების ძალა, როგორც ქართული დემოკრატიის დამცველისა. ამავე სულისკვეთებით, გთხოვთ, რომ ხელი შეუშალოთ საქართველოში პოლიტპატიმრებისა და უსამართლოდ დაპატიმრებული პოლიტიკური მოღვაწეების რიცხვის სამწუხარო ზრდას.
ჩვენ ნასიამოვნები დავრჩით თქვენთან შეხვედრით 2022 წლის აპრილში, ვაშინგტონში, სადაც განვიხილეთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისადმი. ჩვენმა კომისიამ გამოთქვა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, მაგრამ ასევე გამოთქვა რწმენა, რომ თქვენ ხელს შეუწყობთ ქვეყნის დემოკრატიული მომავალს. როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიის დაცვის აქტიურ მხარდამჭერებს, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარება აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აღმოფხვრაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ გზაზე.
ერთ-ერთი განსაკუთრებით საყურადღებო შემთხვევა, რომელიც ყველაზე შემაშფოთებლად მიგვაჩნია, არის ბატონი ნიკოლოზ გვარამიას შემთხვევა. ბატონი გვარამია, როგორც გამოკვეთილი მედიაფიგურა და დემოკრატიის მომხრე აქტივისტი, დააპატიმრეს, როგორც ჩანს, ყალბი ბრალდებებით, მმართველი პარტიის მხრიდან წლების განმავლობაში მისი შევიწროების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ მისი პატიმრობა არის მისი უფლებების დარღვევა, ასევე საფრთხე საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივისთვის. 
სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა არ მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2022 წელს, რაც იქნებოდა მნიშვნელოვანი აღიარება იმ მსხვერპლისა, რომელიც რიგითმა ქართველებმა გაიღეს ათწლეულების განმავლობაში თავიანთი პროდასავლური არჩევანისთვის. კანდიდატის სტატუსი ასევე იქნებოდა ძლიერი მექანიზმი საქართველოში დემოკრატიული განვითარების გასაძლიერებლად.
თუმცა, ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა „ევროპული პერსპექტივა“ და წარუდგინა 12 რეკომენდაცია, რომლებიც უნდა შესრულდეს 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი მოიცავს სამართლიანობის უზრუნველყოფას მედიის მფლობელებისთვის.
თქვენი პრეზიდენტობის განმავლობაში, თქვენ იყავით საქართველოს დემოკრატიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების გამოკვეთილი და პრინციპული დამცველი. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნის ციკლის გაწყვეტა, როგორიცაა ბატონი გვარამიას გათავისუფლების უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი და უსამართლობის გამოსწორება იქნება, არამედ ასევე გადამწყვეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც ქართველებმა ნამდვილად დაიმსახურეს.
ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას იმ ღირებულებების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის",- ვკითხულობთ ამერიკელი კანონმდებლების წერილში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY