15/04/23571 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პუტინმა არმიაში გაწვევის წესები გააიოლა - ხელი მოაწერა კანონს ელექტრონული გამოძახების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსებისთვის ჯარში ელექტრონული გამოძახების შესახებ. მანამდე იგი მიიღო სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
ახალი კანონი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა ერთიანი რეესტრის შექმნას და წვევამდელების შეტყობინების ახალ გზებს. კერძოდ კი,  ახალი კანონის თანახმად, გაწვევის შეტყობინების გადაცემა პირადად აღარ იქნება აუცილებელი და მას ელექტრონულად გაუგზავნიან შესაბამის პირს.
რეესტრში განთავსდება სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის შესახებ ყველა პირადი ინფორმაცია: საცხოვრებელი ადგილი, ფაქტობრივი ყოფნის ადგილი, სამუშაო ადგილი, ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვა მონაცემები. ინფორმაციას რეესტრში სამედიცინო დაწესებულებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საგადასახადო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა დეპარტამენტები გადაიტანენ. 
ასევე, ახალი კანონის მიხედვით, გამოძახების პროექტი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მისი ელექტრონული ასლი მის „პირად ანგარიშზე“ განთავსდება. ამის შემდეგ სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელ პირს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალება. 
ამასთან, 20 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს დამატებითი შეზღუდვები: ინდმეწარმედ რეგისტრაციის, უძრავი ქონების რეგისტრაციის, მანქანის მართვის, სესხის ხელშეკრულების დადების აკრძალვა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY