21/03/23527 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - მძიმე მდგომარეობაში ხართ, ცარიელ ოთახში იქნევთ ხელებს, საერთოდ არ არის აქ „ნაციონალური მოძრაობა“ და თქვენი სპიკერები მათ ესაუბრებიან - წარსულში ჩარჩით, 2023 წელია ახლა

მძიმე მდგომარეობაში ხართ, ცარიელ ოთახში იქნევთ ხელებს. საერთოდ არ არის აქ „ნაციონალური მოძრაობა“ და თქვენი სპიკერები „ნაციონალურ მოძრაობას“ ესაუბრებიან. რა ვიცი, იქნებ გამოიხედოთ მარცხნივ-მარჯვნივ და დაინახავთ, რომ საერთოდ არ სხედან აქ. ჩარჩით, წარსულში ჩარჩით, 2023 წელია ახლა, - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და უმრავლესობის წევრებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნაცვლიშვილმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და მათ შორის, აღნიშნა, რომ სიყალბეა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული დღის მილოცვა.
„მინდა დავიწყო მილოცვით ქართველი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიმართ. ნამდვილად მძიმე პირობებში უწევთ მათ თავიანთი მოვალეობის შესრულება, მათ შორის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და სიცოცხლის რისკის ფასადაც. სიყალბე მორალურად და ეთიკურად უნდა იყოს აკრძალული, თუ მართლა გინდათ მიულოცოთ ბატონო შალვა ქართულ მედიას, მაშინ სრულიად არანორმალური და არაკონსტიტუციური რეგულაციები, რომელიც მედიას დაუწესეთ პარლამენტის შენობაში თქვენ ერთპიროვნულად, დღეს მივულოცავდი და მას წავიღებდი უკან, ეს იქნებოდა რეალური მოლოცვა, დანარჩენი არის ცარიელი სიტყვები. თუ მართლა ზრუნავთ და გაწუხებთ ქართული ჟურნალისტიკის ბედი, მაშინ ისიც უნდა გაწუხებდეთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს მოკლული ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა და ის რომ არის მოკლული და მოკლული ჟურნალისტების სიაში რომ არის შეტანილი UNESCO -ს მიერ ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გააყალბებთ. ამ საქმის რეალურ გამოძიებას და ამ საკითხზე რეალურ საპარლამენტო ზედამხედველობას განვახორციელებდი, თუ ამას არ აკეთებთ, დანარჩენი არის სიყალბე და ცარიელი სიტყვები, რომელიც დაგჩემდათ ამ ბოლო დროს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, რომ შეგახსენოთ.
მძიმე მდგომარეობაში ხართ, ცარიელ ოთახში იქნევთ ხელებს. საერთოდ არ არის აქ „ნაციონალური მოძრაობა“ და თქვენი სპიკერები „ნაციონალურ მოძრაობას“ ესაუბრებიან და რა ვიცი, იქნებ გამოიხედოთ მარცხნივ-მარჯვნივ და დაინახავთ, რომ საერთოდ არ სხედან აქ. ჩარჩით, წარსულში ჩარჩით, 2023 წელია ახლა. კი, თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც თქვენივე შვილებს და მათ თაობას წყლის ჭავლი და გაზი არ დაამადლეთ და მიუშვირეთ სრულიად ლეგიტიმურად აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს. ისინი კი არ დაინდეთ, მათ გაიძულეს, რომ გაჩერებულიყავით. არანაირი დანდობა არ იყო, ორი დღის განმავლობაში აყლაპეთ მომწამვლელი კვამლი და ბევრი მათგანი, აქციიდან გაიტაცეთ, დაბეგვეთ და მერე იზოლატორებში გამოამწყვდიეთ. ამიტომ დანდობაზე ნუ ლაპარაკობთ, მათ გაიძულეს და კიდევ ბევრ რამეს გაიძულებენ, რადგან დიახ, ისინი არიან ამ ქვეყნის გუშაგები დღეიდან და თქვენ აღარ გაქვთ მათი ნდობა. ძალიან სამარცხვინოა ის განცხადებები, რომელსაც აკეთებთ - ათასლარიანთან, არ ვიცი რასთან გქონიათ საქმე, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ეს, ნამდვილად არ ეკუთვნით და ბოდიში გაქვთ მოსახდელი - ახლა არ მოიხდით, ახლო მომავალში მოგიწევთ ბოდიშის მოხდა ამ გამოთქმისთვის.
სიყალბეა ასევე მეორე თარიღის აღნიშვნა, რომელსაც ეს პარლამენტი რომ ფუნქციონირებდეს, რეალური საქმით უნდა აღვნიშნავდეთ, რაც მიემართება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. ვის დააჯერებთ, რომ მათი ხმა გესმით და მათ საჭიროებებს დაინახავთ, ათასობით ქართველი მშვიდობიანად გელაპარაკებოდათ და მათი ხმა არ გესმოდათ და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ხმას გაიგონებთ?! არც გესმით და არც გინდათ, რომ გაიგოთ. ამიტომ ესეც სიყალბეა.
ვის დააჯერებთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების ხმა გესმით, როდესაც სექსუალურ შევიწროებაში სასამართლოს მიერ აღიარებული ადამიანი გყავთ მთავარი პროპაგანდისტად, ეგ არის თქვენი ხალხი. ამიტომ კარგად გაუსწორეთ ამ რეალობას თვალი. ეგ ხალხიღა შემოგრჩათ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ნათლად ხედავს თქვენს სახეს, ამიტომ ნუ გეწყინებათ ის სახელი, რომელსაც ისტორია მოგანიჭებთ, ნუ გეწყინებათ, ბევრი დრო გქონდათ იმისთვის, რომ მოგესმინათ საკუთარი მოქალაქეებისთვის, ამ ქვეყნის მეგობრებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეთ. მაგრამ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ახლა მთელი ცხოვრება ამ მძიმე ტვირთით ცხოვრება მოგიწევთ. ესეც არჩევანია და ეს არჩევანი თქვენ გააკეთეთ და დადექით ისტორიის არასწორ მხარეს, თქვენდა საუბედუროდ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY