16/03/23879 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - სოზარმა ხომ მოიჭრა თავი, რასაც აკეთებდა, იმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა და შემოემტვრა ის ხმლები და შალვა პაპუაშვილს მინდა ვურჩიო, ნუ ებრძვით საკუთარ წარსულს

შალვა პაპუაშვილს მინდა ვურჩიო, ნუ ებრძვით საკუთარ წარსულს - სოზარმა ხომ მოიჭრა თავი და პაპუაშვილიც მუშაობდა გერმანულ ფონდში, რომელიც გასცემდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტებს. ახლა რომ დგახარ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარისევლებს ეძახი, ძალიან უხერხულია, - ამის შესახებ მოქალაქეების დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ "არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს" და "კრიზისი, რაც ფარისევლობის სახით არის ამ სექტორში, უნდა გადალახონ", ხოლო 3 დეპუტატზე ზეწოლა, რაზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა, სავარაუდოდ არასამთავრობო სექტორის მხრიდან მოდიოდა.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორიდან ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკა ყოფილა მისი და ლევან იოსელიანის მისამართით, თუმცა, მათი ლანძღვა სწორი არ არის.
"შალვა პაპუაშვილს მინდა ვურჩიო, ნუ ებრძვით საკუთარ წარსულს. სოზარმა ხომ მოიჭრა თავი, მთელი ცხოვრება რასაც აკეთებდა, იმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ორი ხმლით ხელში და კი შემოემტვრა ის ხმლები მერე. შალვა პაპუაშვილიც მუშაობდა გერმანულ ფონდში, რომელიც გასცემდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტებს. ახლა რომ დგახარ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარისევლებს ეძახი, ძალიან უხერხულია. ჩვენი წარსულიდან ხომ მოვდივართ? მაშინ უნდა ვთქვათ, რომ რაც აქამდე მიკეთებია, სამარცხვინოა, ფარისეველი ვიყავი და აღარ გავაკეთებ. მე ჩემი წარსულის არ მრცხვენია, მეც ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში, "თბილისის ჰამქარში", გრანტიც ამიღია და ძალიან სწორად დამიხარჯავს და ჭინთვებში რომ არიან ახლა გამჭვირვალობაზე, წავიდნენ და ნახონ, რას ხმარდებოდა და როგორ. ბევრი რამე არ მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციებში: ჩვენი პარტიის მიმართ დამოკიდებულება, ლევანისადმი, როგორც სახალხო დამცველისადმი, მაგრამ ასეთია დემოკრატია, საჯაროობა, რომ ლანძღვის ატანაც გიწევს, დაუმსახურებელი ლანძღვისაც, მაგრამ არც მე ვარ ბამბის ქულაში გაზრდილი ბარტყი და არც ლევანი, გაგვლანძღეს კი, დაუმსახურებლადაც, მაგრამ არჩევის დღიდან და იმ ინციდენტიდან მოყოლებული აჩვენებს, რომ პრინციპულია და ზუსტად იცის, რაც უნდა აკეთოს, ყოველდღე ადასტურებს, რომ კარგი სახალხო დამცველია. ბევრთან გამიფუჭდა ურთიერთობა, მაგრამ ამიტომ ახლა მე რომ ძალაუფლებაში მოვალ, უნდა დავიჭირო ისინი და კანონი მივიღო, რომ გავაჩუმო? ეს არის აბსურდი და ამ აბსურდს მოეშვას შალვა პაპუაშვილიც, კობახიძეც და "ქართული ოცნებაც," - განაცხადა ელისაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY