16/03/23456 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის კორიდორებში იარონ - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოსი რადიკალიზმის წახალისებაში ადანაშაულებს.  პაპუაშვილის თქმით, "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლების ვიზიტები დასავლეთში და მათთან შეხვედრები სწორედ ამას უწყობს ხელს.
პაპუაშვილი სამი პარტიის სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და "წუხილი" გამოთქვა, რომ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ: 
"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს თუ ა.შ. ამ დელეგაციაში ორი პარტია - "დროა" და "გირჩი" არის ოფიციალურად რადიკალური. რადიკალები არიან, მათ დაყარეს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატები, გარედან მოუწოდებენ ოპოზიციას ყოველ დღე, რომ დაყარონ მანდატები და გავიდნენ. 
"დროას" ლიდერი გამორჩეულია იმით, რომ დეზინფორმაციულ ბრიფინგებს ატარებს ორ კვრაში ერთხელ და აბრალებს ქვეყანას სანქციების გვერდის ავლას და ყოველ  ჯერზე დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი. და ამ ტყუილის კულტივაციით და რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებულ პარტიებს, როცა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ხვდებიან, იმ კავშირის, რომელიც მოგვიწოდებს ჩვენ ამავე დროს დეპოლარიზაციისკენ, ეს არის რა თქმა უნდა წახალისება რადიკალიზმისა  საქართველოში" თქვა პაპუაშვილმა. 
შეგახსენებთ, "სტრატეგია აღმაშენებელს", "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY