16/03/23503 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბრიტანეთი განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი ძირს უთხრის მოლდოვასა და საქართველოს სუვერენიტეტს - კლევერლი

გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი ძირს უთხრის მოლდოვასა და საქართველოს დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ, მოლდოვაში ვიზიტისას გააკეთა.
კლევერლის თქმით, ლონდონი ხედავს რუსეთის დივერსიულ აქტივობებს მოლდოვაში და მიიჩნევს რომ მოლდოვას რუსეთისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა.
„ცოტა ქვეყანას თუ ესმის უკეთესად რუსეთის მავნე მოქმედების ფარული ტაქტიკა, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს. გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას." აღნიშნა კლევერლიმ. 
ცნობისთვის, ჯეიმს კლევერლი კიშინიოვში ჩავიდა, რათა გამოეცხადებინა დამატებითი ფინანსური დახმარება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ მოლდოვასა და საქართველოსთვის გამოყო.
მოლდოვა კიდევ 12 მილიონ დოლარს მიიღებს ბრიტანეთისგან ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების დასაფინანსებლად, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში.
საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 500 000 ფუნტს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან.
„დიდი ბრიტანეთი აძლიერებს მოლდოვასა და საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან ისინი დესტაბილიზაციას განიცდიან, რომელიც გამოწვეულია პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY