ლავროვი: G20 მხოლოდ უკრაინითაა დაინტერესებული, სირცხვილია
"ახლა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა წლების განმავლობაში გაფრთხილებების შემდეგ დაიწყო თავის დაცვა, G20 დაინტერესებულია მხოლოდ უკრაინით. ეს სირცხვილია და ეს პოლიტიკა ჩავარდება"- თქვა G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ნიუ დელიში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ციტატას რუსული მედია ავრცელებს.