24/02/23654 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სიბნელე თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ - პუტინის ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა - დიდება უკრაინას!

პუტინის აგრესიის 1 წელი და უკრაინის ირგვლივ გაერთიანებული ცივილიზებული სამყარო. დასავლეთი ომში მყოფ ქვეყანას ეხმარება იარაღითა და საბრძოლო მასალით, ჰუმანიტარული ტვირთით და ფინანსებით, რუსეთს და მასთან დაახლოებულ პირებს არაერთ სანქციას უწესებს და კრემლის რეჟიმზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
საქართველოს ხელისუფლება კი უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის დისკრედიტაციას ეწევა. არცერთი ოფიციალური პირი უკრაინის სოლიდარობას ღიად არ გამოთქვამს. ერთადერთი, ვინც ომის წლისთავზე უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი რეზიდენცია უკრაინის დროშის ფერებში გაანათა.

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელი გავიდა.

გავიხსენოთ მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები - რა ხდებოდა 2022 წლის თებერვლიდან დღემდე:

21 თებერვალი

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა"რესპუბლიკების სასწრაფოდ დახმარების" ბრძანება გასცა და უკვე წინასწარ, შესაძლო სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა სრულად უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა.
..."მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებებში რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს", - თქვა მაშინ პუტინმა.
პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯერ პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა და კრემლის დიქტატორის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო, შემდეგ კი ერთობლივი სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ შოლცთან გამართა.
პარალელურად, პუტინის განცხადებას სულ მალე გამოეხმაურა თეთრი სახლი, რომელმაც განაცხადა, რომ "პრეზიდენტი ბაიდენი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსში აშშ-ის მოქალაქეებს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას აუკრძალავდა". სანქციების შესახებ ბრძანებას ბაიდენმა ხელი 22 თებერვალს მოაწერა

22 თებერვალი

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები პუტინს „უკრაინის აგრესიის“ მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას სთხოვენ

"გთხოვთ, უკრაინის რეჟიმის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, გაგვიწიეთ სამხედრო დახმარება“, - დაწერა მაშინ ოკუპირებული დონეცკის თვითაღიარეული ლიდერი დენის პუშილინიმ.
„პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, არსებული მძიმე მდგომარეობისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, დაგვეხმაროთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ფორმირებების აგრესიის შესაკავებლად“, - წერს პუტინს ლეონიდ პასეჩნიკი.

24 თებერვალი

თვითაღიარებული ლიდერების მიმართვების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა - განცხადება მან გამთენიას გააკეთა და თქვა, რომ მის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული ოკუპირებული ტერიტორიები დახმარებას ითხოვდნენ. "მივიღე გადაწყვეტილება, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", - თქვა მაშინ პუტინმა.
გამთენიას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში, ხარკოვში, ოდესასა და დონბასში აფეთქებების ხმა ისმოდა. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ჯარები მარიუპოლსა და ოდესაში დაეშვნენ და კიევში, ხარკოვსა და დნიპროში, აეროდრომებზე, სამხედრო შტაბბინებსა და საცავებზე საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები შეწყვიტა. მან მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა და მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სასწრაფო დაწესება და უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება სთხოვა. 
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას გამოეხმაურა. დაწერა, რომ ქვეყანა თავს დაიცავდა და მსოფლიოს რუსეთი უნდა შეეჩერებინა. 
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კი მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, დაებრუნებინა ჯარები რუსეთში და შეეწყვიტა "ომი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ყველაზე საშინელი ომი საუკუნის დასაწყისში".
აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ აშშ ვარაუდობდა, რომ რუსეთი კიევს 96 საათში აიღებდა. თუმცა, უკრაინის დედაქალაქის აღება, მიუხედავად არაერთი მძიმე დაბომბვისა, კრემლის არმიამ დღემდე ვერ შეძლო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ომის დაწყებიდან სულ მალე, უკრაინის პრეზიდენტი მთელი მსოფლიოსთვის სიმამაცის, შეუპოვრობისა და გმირულად ბრძოლის სიმბოლო გახდა. 
პირველი ემოციური მიმართვა მან 25 თებერვალს გამთენიას გაავრცელა, სადაც მოკავშირეებს მიმართა და ჰკითხა, იდგნენ უკრაინის გვერდით, თუ არა. მაშინ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ბედი მის ჯარისკაცებზე, არმიასა და უსაფრთხოების ძალებზე იყო დამოკიდებული.
დღეს მოსკოვიდან მოვისმინეთ, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი სურთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოკავშირეს ვეტყვი - ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. მე მათ ვეკითხები, ჩვენთან არიან თუ არა?! მეუბნებაინ რომ კი, თუმცა ალიანსში ჩვენი გაწევრიანებისთვის მზად არ არიან.
დღეს ევროპის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს შევეკითხე, გახდებოდა თუ არა უკრაინა ნატოს წევრი - ყველას ეშინია, არ მპასუხობენ. ჩვენ არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია. არც რუსეთისა და არ მასთან საუბრის არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია. არც უსაფრთხოების გარანტიებისა და არც ნეიტრალური სტატუსის, რადგან NATO-ში არ ვართ. მაინტერესებს რა გარანტიები გვექნება და რომელი ქვეყნები მოგვცემენ ამ გარანტიებს?! ჩვენი სამშობლოს ბედი ჩვენს ჯარისკაცებზე, მცველებზეა, ჩვენს არმიაზე, ჩვენს გმირებსა და უსაფრთხოების ძალებზეა დამოკიდებული. ასევე მათ სიბრძნესა და ჩვენი მოკავშირეების დახმარებაზე. დიდება უკრაინას!, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY