18/02/231 080 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია" - ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

მიუნხენის უსაფრთხოებს კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე თემატურ დისკუსიაზე, პრემიერ ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მოუწია საუბარი. მას შეკითხვა მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იმ კადრებზე დაუსვეს, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა. 
ღარიბაშვილი საერთაშორისო პანელზე საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციისა და არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა და ის სასჯელს იხდის "კომფორტულ" პირობებში. ღარიბაშვილის თქმითვე, მიხელ სააკაშვილი "კარგი მსახიობია":
"მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა 1-ელ ოქტომბერს. იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება, წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და აღმოჩნდა ციხეში. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, აღარ გადაგღლით დეტალებით, მაგრამ რახან კითხვა დაისვა, მინდა პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში, 8 თვეზე მეტია, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს.
თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. ჩვენ შევთავაზეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, ჩამოიყვანონ საქართველოში, ეს არის ჩემი პასუხი.
ალბათ თქვენ გინახავთ ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მისი ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად გასულ თვეში გაჟღერდა, რომ 1 მლნ გადაიხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელს მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონზე ზევით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ არ უნდა იდგეს კანონის მაღლა.
სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით და სხვების გათვალისწინებით. კერძო ტელევიზია „იმედში" შეიჭრა მის პერიოდში სპეცრაზმი და ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც ოდესიდან საქართველოში შემოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა. ეს არის ამბავი. მე არ მინდა ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა გაგცეთ კითხვაზე" აღნიშნა ღარიბაშვილმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,