18/02/23745 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სტოლტენბერგი - "თუ პუტინი მოიგებს, ეს იქნება სიგნალი ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ უნდა დაიწყო ომი, თუ გინდა, მიაღწიო შენსას"

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დღეს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარების ერთაერთი გზა პუტინის დამარცხებაა.
"რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში გრძელდება.ჩვენ შეიძლება ვიყოთ გაოგნებულები მისი სისასტიკით, მაგრამ არა გაკვირვებულები. რუსეთი მსგავსი აგრესიით მოქმედებდა ბოლო რამნდენიმე წლის განმავლობაში, ნატო და მისი მოკავშირეები კი ფლობდნენ ზუსტ ინფორმაციას საკუთარ დაზვერვაზე დაყრდნობით. მრავალი თვის განმავოლობაში ვცდილობდით, რომ რუსეთი დიპლიმატიაში ჩაგვერთო და ომის დაწყებამდე რამდენიმე დღის წინ, ზუსტად ამ ტრიბუნიდან გავაფრთხილე პუტინი, რომ უფსკრულის პირას იდგა. მაგრამ მიუხეავად ჩვენი მოწოდებებისა, მან ომის დაწყება არჩია. ახლა პუტინი არ აწყობს გეგმებს მშვიდობის მისაღწევად. ის აწყობს გეგმებს უფრო მეტი აგრესიისთვის. ახალი შეტევებისთვის. არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ მან თავის ამბიციებზე უარი თქვა. ბევრი თვლის, რომ ჩვენ მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება მოიცავს იმის რისკს, რომ მოხდება ესკალაცია. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: რისკისგან სრულიად თავისუფალი ვარიანტები არ არსებობს, მაგრამ ყველაზე დიდი რისკია, თუ პუტინი მოიგებს. თუ ის მოიგებს, ეს იქნება სიგნალი როგორც მისთვის, ასევე სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ უნდა დაიწყო ომი, თუ გინდა მიაღწიო შენსას",- თქვა სტოლტენბერგმა. 
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამყარომ იგნორირება არ უნდა გაუკეთოს კრემლის მცდელობებს, გაანადგუროს საერთაშორისო ინსტიტუტები, მოახდინოს სოციალური ცხოვრების დესტაბილიზაცია და აწარმოოს დეზინფორმაციული კამპანია. ვოლოდიმერ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს დახმარების მიწოდების დაჩქარებას სთხოვს. 
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა ქვეყნების ლიდერებიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან კრემლი კვლავ ომს ირჩევს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA