17/02/23762 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ფეიგინი - ბაიდენი-ზელენსკის შეხვედრისას, არ გამოვრიცხავთ გაკეთდეს განცხადებები სააკაშვილის კრიზისის გადასაწყვეტად

ბრიტანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია, იტალია, ლატვია, საბერძნეთი, ესპანეთი, მოლდოვა, შვედეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ბულგარეთი, და უკრაინა - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც 20 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები გაიმართება. 
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 17 სხვადასხვა ქალაქში, ერთდროულად ადამიანები ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბებიან- გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.  პროტესტის ორგანიზატორი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია.
მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საგანგებო აუდიენცია გაიმართება პოლონეთში, სადაც ერთმანეთს ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან. არაა გამორიცხული რომ სწორედ ამ დღეს ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილონ.
"ეს უკვე მეორე აქციაა, პირველი იყო 4 იანვარს და ის გაიმართა ევროპის, ამერიკისა და მთელი რიგი სხვა კონტინენტების დიდ ქალაქებში, იაპონიაშიც კი. მაშინ ეს აქციები იმართებოდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეგზავნათ სამკურნალოდ. ეს მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა, ამიტომ ახლა, 20 თებერვალს, აქციები გაიმართება უკვე იმ ქვეყნების პარლამენტებთან და მთავრობებთან, რათა ეს ქვეყნები ჩაერიონ და მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაუშვან სამკურნალოდ. ეს შეიძლება იყოს როგორც ამნისტია პირველ საქმეზე, ასევე სასჯელის გადავადება, ანუ ის მოთხოვნა, რომელიც ახლა, სულ ბოლოს, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს არის მთავარი მიზანი და ამოცანაა.
ეს აქციები დაემთხვა უკრაინაში ომის დაწყების წლისთავს, სააკაშვილი კი უკრაინის მოქალაქეა. ახლა ბაიდენი ჩადის პოლონეთში, სადაც ზელენსკის შეხვდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ იქნას გაკეთებული შესაბამისი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. შესაძლოა, ეს იყოს საჯარო ან არასაჯარო, მაგრამ ისინი მიმართული იქნება სააკაშვილის კრიზისის გადაწყვეტისკენ და მე მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ ძლიერი ბერკეტია მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად. შანსი არის, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს." ამბობს მარკ ფეიგინი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA