16/02/23818 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ინიცირებულმა კანონპროექტმა შესაძლოა, შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია"

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ეხმიანება და მიიჩნევს, რომ "ამგვარმა კანონმა შესაძლოა, შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია".
"ინფორმირებულები ვართ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ და ღრმად ვართ შეშფოთებულები მისი მოსალოდნელი ზეგავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. უკვე ვაცნობეთ საქართველოს მთავრობას ჩვენი შეშფოთების თაობაზე. შემოთავაზებული კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმებს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც მოწოდებულნი არიან, აშენონ უკეთესი მომავალი. მიგვაჩნია, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება, პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა. ამასთან, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინიციატორთა განცხადება, თითქოს ეს კანონპროექტი ეფუძნება აშშ-ში მოქმედ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს" (FARA), მცდარია:
"სინამდვილეში, ინიცირებული კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას".
ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატთა ჯგუფმა "ხალხის ძალამ", რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას უკვე პარლამენტში არეგისტრირებს.
შესაბამისი განცხადება "ხალხის ძალამ" 14 თებერვალს გააკეთა.
"ხალხის ძალის" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება".
აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.
ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY