15/02/23601 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

„ემ ქეი დი“ - ბატონი ივანიშვილის პიარ გუნდს მორიგი სტატიის გამოქვეყნების მცდელობა ჰქონდა, თუმცა, ისევ ბარიერს შევეჯახეთ - ვინ არის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როცა საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება?

იურიდიული ფირმა MKD Law, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საერთაშორისო მედია ისევ უარს ეუბნება მათ "კრედიტ სუისს"-ის მენეჯმენტის "მამხილებელი" სტატიების გამოქვეყნებაზე. 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიდევ ერთი მცდელობა ივანიშვილის პიარ გუნდს მიმდინარე კვირაში ჰქონდა.
"ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები", - წერია განცხადებაში. 
ფირმა განცხადებას თან ურთავს სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზეც უარი 14 თებერვალს მიიღეს. სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადმორიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ივანიშვილის ადვოკატები დაწერდნენ, რომ თანხის გადმორიცხვით თეორიული რისკიც არ შეექმნებოდა ივანიშვილისვე სატრასტო კომპანიების მოთხოვნებს:
"2023 წლის 3 იანვარს ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა წერილობითი ფორმით, რომ ბანკს შეეძლო თანხა გადმოერიცხა და რომ ის თავად იღებდა ყველანაირ თეორიულ და ჰიპოთეტურ რისკს თავის თავზე, ხოლო მოცემული საკითხი იურისტების გადასაწყვეტი არ იყო. ცხადი იყო, რომ არცერთი იურისტი არ დაწერდა, რომ თეორიული რისკი არ არსებობდა და ეს ბანკის მენეჯმენტმა ძალიან კარგად იცოდა; შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა, თითქოსდა ბატონი ივანიშვილის კომპანიების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფაქტობრივად უარი თქვა გადმორიცხვაზე მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენებითად აცხადებს, თითქოს იგი მზად არის გადმორიცხვისთვის. 2022 წლის მარტიდან უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა, ხოლო ბანკის მენეჯმენტი ზემოთ აღწერილი პინგ-პონგით არის დაკავებული".
იურისტები ამბობენ, რომ "ეს ყველაფერი ბატონი ივანიშვილის მიმართ დაუფარავი შანტაჟია".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY