13/02/23720 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

"პოლიტიკური თავდასხმაა" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს ინსპექციის შესვლაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სასახლეში შესვლას პოლიტიკურ თავდასხმას უწოდებს.
განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს თავდასხმას, არის პოლიტიკური.
"ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თაცდასხმას, ან თავდასხმის მცდელობას პრეზიდენტის ისნტიტუტზე, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმა არის, იმიტომაა თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული ამ საკითხთან", - თქვა მან ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება ნამუშევრის დაზიანებას, ის განმარტავს, რომ სვიმონ დადიანის ნამუშევრები, პრეზიდენტის ჩართულობით, აშშ-დან პარიზში გაიგზავნა, პარიზიდან კი საქართველოში, ხელოვნების სასახლეში მიიტანეს, ამის შემდეგ კი 5 მათგანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შესაბამისად, მისივე განცხადებით, დაუდგენელია, უშუალოდ რა ეტაპზე დაზიანდა ნამუშევარი. ის განმარტავს, რომ დაზიანება უმნიშვნელოა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლეში 2 წლით უნდა ყოფილიყო და შემდეგ უკან, ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულიყო, არასწორია, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ხელოვნების სასახლეს მემორანდუმი აქვთ გაფორმებული, რომლის ვადაც სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დასრულებამდეა.
დღეს, 13 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.
ინსპექციის წარმომადგენელმა ადმინისტრაციაში განაცხადა, რომ ერთ-ერთ ნამუშევარს "ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს".
"ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა", - თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 12 თებერვალს საქართველოს მთავრობა სანდრო სულაბერიძის წარწერის გამო საქმის აღძვრისა და ხელოვანების საპროტესტო აქციაზე პოლიციის მობილიზების გამო გააკრიტიკა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA