09/02/23823 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გუბაზ სანიკიძე - ყველაფრის პარალელი შეიძლება, მაგრამ „ქოცებსა“ და დავით აღმაშენებელს შორის არა - დავით აღმაშენებელი სულ საომრად იყო ალესილი

გაურკვეველი, ბუნდოვანი, ნისლიანი. ევროკავშირში რატომ უნდა მიგვიღონ? ჩვენ ვართ კანიბალური საზოგადოება, - ასე პასუხობს ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების რა პერსპექტივა აქვს საქართველოს.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქართული საზოგადოება კანიბალურია, რადგან მიხეილ სააკაშვილს „ვკლავთ ჩვენს თვალწინ და ვჭამთ მის ხორცს“.
„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისკენ არის, ქართული საზოგადოება არის კანიბალური. აგერ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] ვკლავთ ჩვენს თვალწინ და ვჭამთ მის ხორცს. კანიბალიზმი არსებობს, მორალური, პოლიტიკური, ზნეობრივი, ეკონომიკური. კანიბალები ვართ ჩვენ და კანიბალებს ევროპაში არ იღებენ, ევროპაში კი არა, არც აზიაში იღებენ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
კითხვაზე, მივდივართ თუ არა ევროპისკენ, გუბაზ სანიკიძე პასუხობს, რომ „არ ვიცი მე სად მივდივართ, საერთოდ თუ ვმოძრაობთ, ისიც არ ვიცი, მე უფრო მგონია, რომ თავისუფალ ვარდნაში ვართ და რას დავენარცხებით და რამდენ ხანში ვერ გეტყვით“.
გარდა ამისა, გუბაზ სანიკიძემ გადაცემაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, რომლის თანახმად, ომში „უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.
გუბაზ სანიკიძის თქმით, მსგავს განცხადებებს რუსეთში სალავიოვიც კი აღარ აკეთებს და მსგავსი ქმედება ფსიქიატრიულ შეფასებას იმსახურებს.
„ასეთ განცხადებას, რაც დღეს კობახიძემ გააკეთა, რომ რუსები იგებენ, რუსეთში სალავიოვი აღარ აკეთებს უკვე. პოლიტიკური შეფასება რა უნდა გვაკეთო, ეს ფსიქიატრიული შეფასებაა და მე არ ვარ ფსიქიატრი. ეს არის აჩემება, პარანოია, რომ გინდა თუ არა, რუსეთმა უნდა მოიგოს. „ქართული ოცნება“ მთლიანად ჩამოკიდებულია რუსეთის გამარჯვება-დამარცხებაზე. გაიმარჯვებს რუსეთი დარჩება „ქართული ოცნება“, დამარცხდება რუსეთი, წავა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ზოგიერთი, ალბათ, ვირის აბანოში. მარტივადაა საქმე... სალომეც კი აღშფოთდა კობახიძის კრეტინიზმით.
რწმენაა ეს მათი, აკი გეუბნებოდით, ესაა სექტა, ჩამოყალიბებული ტოტალიტარული სექტა, რომელსაც თავისი ღვთაებაცა ჰყავს, ქურუმიც ჰყავს, თავისი აკრძალვები აქვს, თავისი აჩემებები აქვს და საყოველთაო სიძულვილი აქვს ყველასი, ვინც მათ მხარეს არ არის. ეს არის სექტის დამახასიათებელი პირველი ოთხი ნიშან-თვისება. მათთვის ცის გახსნა არის რუსული არმიის გამარჯვება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ასევე, გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს განასახიერებს, რომელიც ცხელი პატრიოტული გულითა და ცივი რაციონალურობით იღებს გადაწყვეტილებებს.
გუბაზ სანიკიძის თქმით, ყველაფრის შედარება შეიძლება თუმცა აღმაშენებლისა და „ქოცებს“ შორის პარალელის გავლება არ შეიძლება.
„ყველაფრის პარალელი შეიძლება და „ქოცებსა“ და დავით აღმაშენებლის პარალელი არ შეიძლება. ესენი „აწვებიან“, რომ ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, რომელიც ნამდვილად გვჭირდება, დავით აღმაშენებელი სულ საომრად იყო ალესილი. როგორც კი ტახტზე ავიდა, დაიწყო სამხედრო რეფორმები და ჯარის გაძლიერება... დავით აღმაშენებელმა გაატარა საგანმანათლებლო რეფორმა, შექმნა გელათის აკადემია. დავით აღმაშენებელმა გელათი ააშენა, „ქოცების“ დროს გელათი - ინგრევა. დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა ყივჩაღები, ბიძინამ ჩამოიყვანა რუსები. რამეში ჰგავს ერთმანეთს?
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA