ტანგო ნამდვილად არაა ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავისი ფოლკლორი, თავისი ცეკვა - თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე
"ცალმხრივად, რუსეთს ჰქონდა აქამდე შეზღუდული და დაბლოკილი ფრენები და ისევ რუსეთმა გააკეთა ამაზე განცხადება, შესაბამისად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს პასუხი არის პასუხი რუსეთის ინიციატივაზე. აშშ-ის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს.
ტანგო ნამდვილად არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავისი ხალხური ფოლკლორი, თავისი სიმღერები და თავისი ცეკვა, რომელიც მთელ მსოფლიოს ძალიან მოსწონს". - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.